საიტის მენიუ

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » † ქრისტე აღსდგა †
12:58 PM
† ქრისტე აღსდგა †


ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
 

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!


 დიდი წმიდა მარხვა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით გვირგვინდება. ეს არის სანატრელი დღე – დღე უფლისა, რომლის შესახვედრადაც ასე დიდხანს ვემზადებით: ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად, ვინ – თავიდანვე, ვინ მოგვიანებით; ჩვენ შორის არიან ისეთები, რომლებიც ყველა ამქვეყნიურ საზრუნავს, გვერდზე სდებენ და მთელ მარხვას მონასტერში ატარებენ საკუთარი ნაკლის ჭვრეტასა და ერზე ლოცვაში – ღმერთმა შეუწიროთ ეს დიდი ღვაწლი. ზოგს ამის საშუალება არა აქვს, მაგრამ თავის არჩეულ ეკლესიაში ყველა რიტუალს ესწრება – ასეთი კეთილმსახურებაც სანაქებოა. ზოგი ამასაც ვერ ახერხებს, მაგრამ სამაგიეროდ მარხვას ინახავს წმინდად – ჩვენს დროში ესეც დიდია; ზოგი ვერც იმას ახერხებს, რომ მთლიანად იმარხულოს და მხოლოდ პირველ და ბოლო კვირას ინახავს – დასაწყისისათვის ესეც კარგია; ზოგი კი გვიან გებულობს, რომ მარხვა იყო საჭირო, სინანული ეუფლება და მომავალი მარხვის შენახვის სურვილი უჩნდება – ღმერთი ამ სურვილსაც შეიწირავს. აღდგომას ყველანი ვდღესასწაულობთ, დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა – „ესე არს დღე, რომელ ქმან უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა" (ფსალმუნი 117,24).


სადღესასწაულო ღმერთმსახურება ტრადიციულად იწყება ღამის 12 საათზე. ჯერ სრულდება ლიტანიობა: სამღვდელოება საკურთხევლიდან გამოასვენებს ხატებს და ბაირაღებს და მრევლთან ერთად გალობით სამჯერ უვლის ტაძარს, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღვარი ულოცავს მრევლს: „ქრისტე აღსდგა!" – „ჭეშმარიტად აღსდგა!" ამის შემდეგ იწყება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, რომელიც დილამდე გრძელდება. ვინც მომზადებულია, ღებულობს წმიდა ზიარებას.

ეს ქრისტიანული მისალმება მორწმუნეებისათვის ცვლის ჩვეულებრივ მისალმებას, აღდგომის დღესასწაულიდან მოკიდებული, ამაღლებამდე.

აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.


საიდან მოდის წითელი კვერცხის ტრადიცია და რატომ უნდა იყოს სააღდგომო კვერცხი წითელი ფერის?

წითელი კვერცხი



არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

პასკა


სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი ატრიბუტია პასკა, რომელსაც ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. სააღდგომო პასკა ფორმით არტოსს წააგავს, სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი – ეს არის იმ დიდი დღესასწაულის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პასკის შეძენა ბევრგან შეიძლება, შინ გამომცხვარს სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, დღესასწაულის განცდას ამძაფრებს. შედეგი კი იმდენად სასიამოვნოა, წვალებად ნამდვილად ღირს.

ჯეჯილი



ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.

ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ! უფალი იყოს თქვენი მფარველი !


ქ რ ი ს ტ ე    ა ღ ს დ გ ა !



კატეგორია: News | ნანახია: 1977 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 8

8 Ani Dekanosidze  Butterfly  (2012-04-15)

Cheshmaritad agsdgaa.
yvelas gilocavt agdgomis brwyinvale dgesaswauls <3

7 Taki ..  Smiley  (2012-04-15)

gilocavtttt!!!!!!!!!!

6 Taki ..  Smiley  (2012-04-15)

cheshmaritad agsdgaa!

5 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-04-15)

მადლობა თათიაა <3 შენც <3

4 tatii tumanishvili  Emma  (2012-04-15)

cheshmaritaad <3
LIkee Yochagg magariaa :**
Newselebooo yvelas gilocaavt <33

3 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-04-15)

მადლობა <3 მეც გილოცავთ <3

2 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-04-15)

Dzalian Momewons : ) <3 Cheshmaritad !!

1 Ani Terunashvilii  Anii_Cyrus  (2012-04-15)

Yochag Lika <3
Cheshmaritad Agsdga <3
Yvelas Giocavt
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 4:37 PM
თქვენი IP: 44.212.50.220
თარიღი: 2024-03-28
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz