იტალიელი წყვილი, გინესის რეკორდს ყველაზე ხანდაზმულ ასაკში განქორწინებით ამყარებს. 99 წლის ქმარმა 96 წლის ცოლი 1940 წელს ჩადენილ ღალატში გამოიჭირა.
ქმარმა, რომელსაც პრესა ანტონიოს სახელით მოიხსენიებს, მეუღლის, როზას მიერ საყვარლისთვის მიწერილი წერილები აღმოაჩინა. რა თქმა უნდა, როზამ ბრალდების უარყოფა სცადა, თუმცა ქმარს გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა.
წყვილი 77 წელია დაქორწინებულია, მათ 5 შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავს. როგორ შეხვდნენ ამ ამბავს ოჯახის წევრები, უცნობია.
დღემდე რეკორდსმენი ბრიტანელი ცოლ-ქმარი იყო, რომლებიც 98 წლის ასაკში განქორწინდნენ. მათ 36-წლიანი ქორწინება 2009 წელს დაასრულეს.
|