საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » ივლისი » 11 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 48)
10:41 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 48)
საშინელი და საზარელი სიკვდილი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მსხვერპლს მოიცავს პანიკა იმ აზრისგან, რომ ის ვეღარ შეძლებს ცურვას. დაუდევრად და უაზროდ ფართხალებს, მანამ, სანამ იმყოფება წყლის ზედაპირზე. ჩაძირულს და სულიერად განადგურებულ ადამიანს აღარ შესწევს იმის ძალა, რომ დასახმარებლად ვინმეს მოუხმოს, უკანასკნელად ცდილობს ჩაისუნთქოს ჰაერი. ადამიანის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ეტაპი გრძელდება დაახლოებით 20 წამიდან - 1წუთამდე.

 უშედეგო მცდელობისგან დაღლილი მსხვერპლი იძირება წყლის სიღმეში, ცდილობს ჩაისუნთქოს ფილტვებში დარჩენილი ჰაერი დაახლოებით 30 - 90 წამის განმავლობაში.ამის შემდეგ, ის ინსტიქტურად ყლაპავს მცირე რაოდენობის წყალს და ახველებს, რის შედეგადაც შეისუნთქავს უფრო მეტს,ჟანგაბადის უქონლობისგან მსხვერპლი კარგავს ცნობიერების შეგრძნებას და მსხვერპლი გრძნობს,რომ იღუპება ...





-რა ხმაა ? 

-მგონი ვიღაც საცოდავი იხრჩობა. ღმერთო ჩემო,არ მესმის ამ ხალხის,როცა იცი,რომ ცურვა არ შეგიძლია,ღრმად რატომ შედიხარ ??

ლაპარაკში ისე ვიყავით გართული, ვერც კი შევნიშნეთ,რომ თაკო ჩვენთან არ იყო. უცებ თავში დამარტყა

-ბავშვებო,თაკო სად არის ? 

-მმმ...მგონი მოშორებით ზის და მზეს ეფიცხება, რა იყო ?

-მგონი არ ვიცი მე... სად არის თაკო ?

-კარგი ლიიკ,რა მოგივიდა,აქ იქნება სადმე.

-სად არის-მეთქი,კიდევ გაგიმეორო ?


იმხელა ვიღრიალე,რომ ყველა შეხტა. მაშინვე წამოვხტი და თვალი შევავლე სანაპიროს, ის არსად ჩანდა. 

-თაკო აქ არ არის.

-მოიცა,ამით რისი თქმა გინდა ? იმის,რომ...

-ხო,რაც ეხლა გაიფიქრე,ზუსტად იმის. 

ისტერიული ტირილი ამივარდა. ყველა ფეხზე წამოხტა. საბა და ნიკა ზღვისკენ გაიქცნენ, მხოლოდ მათ იცოდნენ ცურვა. მაშინვე შიგ ჩახტნენ და ჩაძირულ სხეულს დაუწყეს ძებნა. დრო და დრო ამოყვინთავდნენ-ხოლმე და უარის ნიშნად თავს აქნევდნენ.ჩვენ სამნი ბედის ანაბარად ვიდექით და არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ყველაზე მეტად ცუდი აზრები მიტრიალებდა თავში. 


-სულ ყველაფერი ჩემი ბრალია... როგორ ვერ დავინახე,რომ ჩვენთან ერთად არ იყო ? მისი მარტო დატოვება ზღვაში როგორ შეიძლებოდა ? თაკოს რომ რამე მოუვიდეს...

სიტყვა ვერ დავამთავრე,რომ ნიკას ხმა მომესმა. 

-ლიიკ,აქ არაფერია. ყველგან ვეძებეთ,სადაც შეგვეძლო. 

-არაა.. მე ამას არ დავუშვებ !! ის ცოცხალია,მჯერა. ღმერთი ჩენთისაც მოახდენს სასწაულს !! ნიკა,შენ ადი,აქ ერთმანეთს ხელს ვუშლით. მე განვაგრძობ ძებნას.

-საბა,მარტო ვერ დაგტოვებ .

-უბრალო წადი ! ამით ბევრად კარგ სამსახურს გამიწევ !

ნიკა უსიტყვოდ დამორჩილდა,ამოვიდა და ჩამეხუტა. ვეღარ ვაზროვნებდი,ცოტაც და გრძნობას დავკარგავდი. თოკოც ძლივს იკავებდა თავს. ჩვენ ხომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ცხოვრება. საბა გაუჩერებლად ეძებდა. არ ნებდებოდა. საშინლად გამოიყურებოდა. ვიცი,იმედი ბოლოს კვდება,მაგრამ უკვე არაფერი მაიძულებდა,რომ იმედი არ დამეკარგა... ის არსად ჩანდა. 

-მოდით,სასწრაფოდ, მომეხმარეთ... - ეს თქვა და თაკოს სხეული ზღვიდან ამოიყვანა. მაშინვე ძირს დააწვინა. გონება დაკარგული ჰქონდა, ალბათ,რამდენი წყალი ჩაყლაპა...საბა ყველანაირად ცდილობდა მის გადარჩენას.

-მიდი,თაკო,შენ ამას შეძლებ. მიდი თვალები გაახილე !! ხომ იცი,რომ ვერ მიგვატოვებ !! ამის უფლებას არ მოგვცემ !! 

-საბა,თავი დაანებე, ხომ ხედავ,რომ აღარ სუნთქავს ... ისღა დაგვრჩენია...

-არა.. !! ნიკა,ლიკა რომ ცუდად იყო,შენ რას გრძნობდი ? რომ ეთქვათ,უნდა გამოვურთოთ აპარატიო,რას იზამდი ? ძალიან გთხოვ,ნუ მომთხოვ იმას,რასაც შენც არ იზამ !! ამას ვერ შევეგუები !! მიდი,თაკო,ისუნთქე !!! შენ ეს შეგიძლია,მიდი პრინცესა, მიდი !!!


ერთ წუთში ყველაფერი მორჩა... ზუსტად ერთ წუთში. საბას ცრემლებმა და მისმა გაუჩერებელმა მცდელობამ თაკო აიძულა თვალები გაეხილა. ჩაყლაპული წყლისგან განთავისუფლდა თუ არა, პირველად საბას სახე დაინახა,გაიღიმა და გონება დაკარგა.




-სად ვარ ? 

-აქ ხარ,ჩვენთან . ნუ გეშინია,ყველაფერი მორჩა !!

-რა მოხდა ? მხოლოდ ის მახსოვს,რომ ზღვამ შემითრია,უკან გამოცურვა ვერ შევძელი, დახმარებას გთხოვდით,მაგრამ... ღმერთო.. საშინელება იყო !!

-მაპატიე თააკ , ყველაფერი ჩემი ბრალია ; (( როგორ გავერთე ასე,რომ სულ დამავიწყდი ? შენ რომ რამე მოგსვლოდა,ჩემს თავს არ ვაპატიებდი !! 

-ახლა კარგად ვარ !! როგორ გადამარჩინეთ ?

-ჩვენ არ გადაგვირჩენიხარ. საბამ გამოგიყვანა წყლიდან, ცოტაც რომ დაეგვიანა,ალბათ ახლა სულ სხვაგან იქნებოდი. უნდა გენახა,რას აღარ აკეთებდა იმისთვის,რომ გესუნთქა. 

-ახლა სად არის ?? მისი ნახვა მინდა. 

-ახლა...ბარგს ალაგებს. უკან ბრუნდება. ვთხოვე,დალოდებოდა სანამ გონზე მოხვიდოდი,მაგრამ მან ასე მოისურვა. მოიცადე,არ ადგე... ჯერ კიდევ სუსტად ხარ !! 

-უნდა ვნახო !!

თაკო გვერდით ოთახში გავარდა,კარები გააღო,მაგრამ შიგ მხოლოდ ნიკა და თოკო დაინახა,რომელმაც თანაგრძნობით შეხედეს...


თაკო ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო,მაგრამ ასე დიდხანს არ გაჩერებულა. ნამდვილად არ აპირებდა თავისი მხსნელი ასე ადვილად გაეშვა. წამოხტა და გავარდა,ღმერთმა იცის სად. 

ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, რასაც მიზნად დაისახავს, მხოლოდ მთელი არსებით და გონებით უნდა ისწრაფვოდეს თავისი მიზნისკენ. ბოლოს და ბოლოს,მთავარია არ დანებდე და იბრძოლო ბედნიერებისთვის, თუნდაც ვერასდროს შეძლო მისი მოპოვება. ბრძოლა ხომ წარმატების ნახევარს უდრის, ბედნიერების ნახევარი კი ბედნიერების არქონას ნამდვილად ჯობს – იქნებ ბედნიერება ის არის, რასაც მხოლოდ ვეძებთ და ვერასდროს ვპოულობთ სინამდვილეში. რა მნიშვნელობა აქვს, რა არის ბედნიერება.




-მგზავრებს გთხოვთ,რომ დაიკავოთ თქვენი ადგილები. მატარებელი 5 წუთში გავა სადგურიდან .

იღებს თავის ბარგს, ნელი ნაბიჯით მიემართება,თითქოს არ უნდა,რომ წავიდეს... მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს !! ადის,აიი,ერთი კიბე..მეორე...

-ასე აპირებ რომ წახვიდე ? ასე მტოვებ ?

იღიმება )) თითქოს გრძნობდა, არა, ელოდა,რომ ასე მოხდებოდა. სხვანაირად ხომ არ შეიძლებოდა მომხდარიყო. ბრუნდება... მასთან ახლოს მიდის და პასუხობს.

-სხვა გზა რომ არ მაქვს ? მე შენ პირობა მოგეცი...

-შენ დამპირდი იმას,რომ არასდროს მიმატოვებდი !!

-ცხოვრება გვაიძულებს ის გავაკეთოთ,რაც არ გვინდა ... 

-რა გინდა ? გულწრფელად მითხარი, რატომ არ იბრძვი ბედნიერებისთვის ?

-მიყვარხარ ... !!

-რატომ არ მპასუხობ კითხვაზე ?? 

-იმიტომ,რომ სხვა პასუხი არ მაქვს. მიყვარხარ !!

და შემდეგ მოხდა ის,რასაც თაკო ყველაზე ნაკლებად ელოდა. 


-ეს რატომ გააკეთე ? მე ხომ გული გატკინე ? სადარდებელი გაგიჩინე, შემდეგ კი ჩემი გადარჩენა მოგიხდა ...

-კიდევ ერთხელ რომ მომიწიოს,ამას კიდევ ათასჯერ გავაკეთებ !! 

-ღმერთო,რა იდიოტი ვარ.. ეჭვიანი,საზიზღარი,უგრძნობო !!

-შენ ყველაზე კარგი ვინმე ხარ მთელ მსოფლიოში )) !!

-მაპატიებ ?

-საპატიებელი რა გჭირს ?

-არა,ძალიან გთხოვ,მაპატიე. მინდა რომ დავწყნარდე !

-მე უკვე დიდი ხანია გაპატიე : )) შენ რომ დამეკარგე,საკუთარ თავს არ ვაპატიებდი ამას ... 

-მადლობა ყველაფრისთის .

-მადლობა შემ,რომ არ დანებდი და იბრძოლე !!!

-მაინც მიდიხარ .. ??

-ამის შემდეგ რომელი ჭკუათმყოფელი წავა ? :დ მოდი,ჩამეხუტე !!



-იცი როგორ მიყვარხარ ?

-ვიცი !! ამას ხშირად მეუბნებიან )) 

-რა საყვარელი ხარ !! წავიდეთ ?

-წავიდეთ ! 




არასდროს არაა გვიანი მიიღო ცხოვრებისგან დიდი სიამოვნება ! 


კატეგორია: BooK | ნანახია: 1210 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 121 2 »

12 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-12)

Kargit Exla Nu ichxubebt :d Gadavigot :d Ogond Nika Mipoveet :d
Maar <3 Madloba <3 Arc Musikaa CuDII : ))

11 mari  Maar♥  (2012-07-12)

ui musika <3 musikaze uketesi sheni naweri iyo ...brdzola..yvelaze naklebad mexerxeba,magram yoveltvis shemartebit varxolme,roca shens sityvebs vkitxulob

10 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-12)

tako shen ixumre da me seriozulad mifiqria magaze biggrin

9 Taki ..  Smiley  (2012-07-12)

likaa ideaa gamichndaa!! :D:D modii serialii gadavigottt (rofl)

8 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-12)

Madloba Ninaa .. <3 Xoo Mand Dzalian Sayvarelia <3 Mixaria,tu realobastan axlosaa chemi naweri : ))

7 ნინი ქოიავა  NiiiNaa❤  (2012-07-12)


deda cxoovreba ra sayyvareliia aq...motxroobaze ra unda vtqva..yoveltvis ise wer rom sul realoba mgonia..da bevr ragacas kide vetannxmebii

6 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-12)

Gioo Madloba <3
Qeet <3Gaixaree <3 Yvelafers Aqvs dasasruli, Adre Tu gvian chemi motxrobac damtavrdeba,magram darwmunebuli var,rom yvelas gulebshi icocxlebs <3 Madloba Kidev Ertxel <3
Takuussh <3 Mec Dzalian Miyvarxar !! : d Harry Potery Amastan ra mosatani iyo ver vxvdebi,mara :d Mainc,Dzalian Didi madloba am sityvebistvis <3 Sheidzleba,Araferia Gamoricxuli Tu ert dges Gamovides Seriali/Filmi Saxelwodebit : "I'll always Remember You ! " : ))

5 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-12)

Taaak .. <3 Ar Vici ra Gitxra <3 Me Shenma Komentarma Tan Gamacina da Tan Amatira <3 Exlac Am Musikas Vusmen !! Aseti Sityvebi Karga Xania aravis utqvams chemtvis !! Mec Mixaria,rom Am Motxrobis Wera Ar Shevwyvite.. Ukve Agar vici sxva tu gamomiva ase ... imasac vfiqrob amis shemdeg araferi davwere. magram gmertma icis ra moxdeba ! Dzalian Dzalian Miyvarxar .. <3

4 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-12)

sashinlad da sastikad magariaaa :D:D yvelaze magari taviaaa <3 geficebi romelime rejisors rom anaxo es motxroba films gadaigebs da harry potters daeweva gayidvebshi :D<3 mokled am saits xibls adzlevs sheni motxroba =))) miyvarxar shenc da sheni ertaderti da ganukeorebeli motxrobac :*** <3

3 PrincessK  Princess  (2012-07-12)

მართლაც, ერთერთი ყველაზე მაგარი თავი იყო ლიკ <3 ასე გააგრძელე საუკეთესო მოთხრობაა რაც ოდესმე დადებულა ან დაიდება ჩვენ საიტზე salute არასოდეს შეწყვიტო მისი წერა biggrin უმაგრესიააააააააა!!!
1-10 11-12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 9:54 AM
თქვენი IP: 3.138.101.95
თარიღი: 2024-04-20
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz