I'll Always Remember You ! Season 2 (Part 46) - 9 ივლისში 2012 - News.my1.ru
 
 
საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 200

მთავარი » 2012 » ივლისი » 9 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 46)
11:40 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 46)

I'll Always Remember You !



მოკლედ,სანამ დავიწყებდე,მინდა პატარა შესავალი გავაკეთო. პირველ რიგში უდიდესი მადლობა თქვენ,რომ მიბიძგეთ იმისკენ,რომ  დამეწერა ! თქვენ და თქვენი გულშემატკივრობა და სიყვარული მოთხრობისადმი რომ არა,ალბათ ნამდვილად არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს ! მინდა მადლობა მოვუხადო მარის,თაკოს(საჯაია),გიოს,ქეთის,ნინას,კიდევ ბევრს,ვინც ერთი თავი მაინც წაიკითხა ))

და რაც მთავარია,ადამიანს,რომლის შთაგონებითაც დავწერე ეს მოთხრობა. ყველას სჭირდება შთაგონება და სიმღერა,ლამაზი მელოდია ! ჩემთვის კი ისაა შთაგონება ! თაკო,ამ მოთხრობის დაწერის მთავარი მიზანი ის იყო,რომ შენთვის მეგრძნობინებინა , უკეთესად,თუ როგორ მიყვარხარ !! არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა,ცოტა არარეალური პერსონაჟებიც შევურიე,და რა თქმა უნდა თოკოც,რომელიც ასევე უზომოდ მიყვარს , მაგრამ ვიცი,რომ ნამდვილად ღირდა დროის კარგვა იმაში,რასაც ჰქვია "I'll Always Remember You !".
ბევრს აღარ მოგაცდენთ და ახალ თავს გახსნილად ვაცხადებ .. !!


ზაფხული .. !! ამ ერთი,7 ასოიანი სიტყვით ყველაფერია ნათქვამი .. ! ხო,ხო,არ გეშლებათ )) როგორც ყველას,ჩვენც გვაქვს ზაფხულის არდადეგები . მემგონი ეს ჩემს ცხოვრებში ყველაზე კარგი პერიოდია ! მაგრამ საქმე ისაა,რომ აქამდე განვლილ არც-ერთ ზაფხულს ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ დაუტოვია და არ მითქვამს "ეს ზაფხული ყოველთვის მემახსოვრება და დარჩება ჩემს ყველაზე კარგ მოგონებად". აი, მოვიდა მორიგი ზაფხული. დღეს ყველაფერი შეცლილია: მაქვს საკუთარი სახლი;ვცხოვრობ დამოუკიდებლად ჩემს საყვარელ ორ მეგობართან ერთად;ვსწავლობ კოლეჯში;მყავს ახალი მეგობრები და რაც მთავარია,მყავს ჩემი მეორე ნახევარი,რომელიც არ მშორდება !! ზოგჯერ ვფიქრობ,რა იღბლიანი(Lucky♫) ადამიანი ვყოფილვარ-მეთქი,მისნაირ ბიჭზე ხომ ყველა გოგო ოცნებობს,  მაგრამ მან მე ამირჩია !  ალბათ რამდენს შურს ჩემი .. როცა მის გვერდით ვარ და ქუჩაში ვსეირნობთ,თავი აწეული მაქვს,მას ვეხუტები და სიამაყით ვივსები,რომ გვერდით ის მიდგას ❤ მოკლედ, ასე მგონია,რომ ეს ზაფხული განსაკუთრებული იქნება ! აი,ისეთი,როგორიც ფილმებშია )) ვფიქრობ,რომ ამჯერად მაინც ვიტყვი : " ეს ზაფხული ყოველთვის მემახსოვრება და დარჩება ჩემს ყველაზე კარგ მოგონებად =))"

-რაზე ფიქრობ ? 
-მმმ...ყველაფერზე. ერთი კვირის წინ მომხდარ ამბებზე და ... ზაფხულის არდადეგებზე ))
-ზაფხული .. !! მართლაც შესანიშნავი სიტყვაა  ❤  
-მინდა,რომ ეს ზაფხული გამორჩეული იყოს .
-ლიიკ,იცი რა ვიფიქრე ? არ გინდა ზღვაზე წავიდეთ ?
-ზღვაზე ? მოიცა,შენ რა სერიოზულად მეუბნები მაგას ?
-ხოო, რა იყო :დ მგონი მშვენიერი იქნება:ჩვენ,თოკო & ლიზა , საბა & თაკო , მზე , ზღვა .. ჰაა ? მაგრად გავერთობით !!
-იცი, მხოლოდ ერთხელ ვიყავი ზღვაზე,ისიც ღრმა ბავშვობაში. მახსოვს,იმ საშინელი ტრაგედიის წინ წამიყვანეს მშობლებმა და ზღვა როგორც კი დავინახე,მაშინვე შიგ შევვარდი :დ ისინიც დაფეთებულები მომვარდნენ და ნაპირზე გამიყვანეს ..
-კარგი,გეყო წარსულის გახსენება. მოდი ჩემს იდეაზე მითხარი რამე ? რას ფიქრობ ?
-ზღვა..მე,შენ,ბავშვები,მზის ჩასვლა ... აბა რაა ! წამოვალ !! 

-მოიცა,მოიცა, არ დამახრჩო :დ მოკლედ შევთანხმდით. მართალია ვაპირებდი ამერიკაში ჩავსულიყავი,მაგრამ ვის რაში სჭირდება შენი ამერიკა .. ! წინ უამრავი საინტერესო თავგადასავალი გველოდება ! ეს ზაფხული არ იქნება ჩვეულებრივი,დამიჯერე . ის სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს და  შენს გულში დაკავებს ადგილს !
-ამის მეც მჯერა )) მიყვარხარ,რომ ასეთი ხარ  ❤  

-როგორი ?
-გამორჩეული !
-გამორჩეული მე კი არა,შენ ხარ ! მმმ.ერთი რაღაც დამავიწყდა,მოწიე ყური ! მიყვარხარ ❤  


-თოკო რას აკეთებ ? ის არ გეყო,რომ მთელი სნიკერსი შემიჭამე,ეხლა აპირებ,რომ რაფაელოც ამომიჭამო არა ? 
-შენ რანაირი და ხარ ? არაფერი გემეტება ჩემთვის ! 
-მე არ მემეტება ? უკვე ყველაფერი შეჭამე და რაღა დარჩა,რომ გამემეტოს ? :დ
-მე არ მიჭამია მარტო, საბაც კარგად ჭამდა და შენც !

-ეეე,შე მატყუარა ! ვერ გიტან !
-ვერც მეე !! :დ
-ბავშვებოო !! ძალიან გთხოვთ ცოტა ხნით ერთმანეთის "შემკობას" თავი დაანებოთ და ყურადღება მომაქციოთ !
-ამან დაიწყო !
-ეე,ისევ მე მაბრალებს ! არა,ამ ქალბატონმა დამიწყო რაღაცები !
-ბავშვებო ! დამდებთ პატივს და გაჩუმდებით ? აი,ასე უკეთესია =)) თქვენთვის ძალიან მაგარი ამბავი მაქვს ! მოკლედ და ლაკონურად,ქობულეთში მივდივართ !

-ღადაობ ? მოიცა,მართლა ? არ არსებობს !
-არსებობს თააკ :დ
-შეიძლება ვიკივლოო ? 
-კიიიი !!
-მაშინ მოდი ერთად ვიკივლოთ !
-აუუ,ეხლა ამათ წიკვინს რა გაუძლებს .. გირჩევთ ყურებში ბამბები ჩაიტენოთ დიდი რაოდენობით და სასწრაფოდ უშველოთ თავს,თორემ ორ წუთში ყველაფერი დაიმსხვრევა ! დამიჯერეთ,გამოცდილი მაქვს :დ ბევრჯერ მომხდარა ასე !
-თორნიკე ! 
-თორნიკე,თორნიკე ! ეს თორნიკე რომ არ გყავდეთ რა  გეშველებოდათ, ვის დააბრალებდით ყველაფერს და ვის ჩხუბებოდით !
-თოკოოო... მოდიიი !!!
-ზღვა ? ზაფხულში ზღვა კარგია, თანაც თუ ყველა ერთად ვიქნებით,მაგარია ეე ! მეც ვიყვირებ რაა :დ



-ძალიან გთხოვთ,დაიკავეთ ადგილები,მატარებელი მალე გავა სადგურიდან )) სულ რაღაც 5 საათში ქობულეთში იქნებით . ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ ! 
-აუ,რა კარგი ვქენით ჩქაროსნულის ბილეთები რომ ავიღეთ )) ავიღეთ რა, საბამ და ნიკამ აიღეს :დ თან ექვსადგილიანზე დავჯექით და ყველა ერთად ვართ ) ერთი სული მაქვს ,როდის ჩავალთ .
-ცოტაც მოითმინე ლიიკ და მალე ზღვაში იჭყუმპალავებ :დ 
-იმედი მაქვს მართლა 5 საათში ჩავალთ . საქმე იმაშია,რომ არასდროს წავსულვარ მატარებლით ქალაქგარეთ და მაპატიეთ ჩემი ცნობისმოყვარეობისთვის .
-არაუშავს )) 

2 საათი ლაპარაკში შეუმჩნევლად გავიდა. შემდეგ უკვე ძალიან დავიღალეთ. ლიზას თოკოს მხარზე ედო თავი და ეძინა. ნიკას ყურსასმენები ეკეთა და თვალები დახუჭული ჰქონდა. ბოლოს როცა მიხვდა,რომ არაკომფორტულად იყო,თავი გადმოწია და კალთაში ჩამიდო  .. ისეთი საყვარელი იყო,რომ თვალს ვერ ვწყვეტდი . მეც ვცადე დამეძინა,მაგრამ უცნაურმა ხმებმა მოსვენება არ მომცა. საქმე ისაა,რომ თაკო და საბა,რომლებიც ჩემს წინ ისხდნენ,გაჩერებლად კამათობდნენ და ვერც ხვდებოდნენ,რომ ამით მგზავრებს აწუხებდნენ .
 
-ვის ელაპარაკებოდი ? 
-თაკო,რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ ძველი მეგობარი იყო. მომიკითხა და მეც მოვიკითხე .
-შენ თუ ყველა მეგობარს "საყვარელოთი" ელაპარაკები,კარგად ყოფილა შენი საქმე.
-ძველი და კარგი მეგობარია -მეთქი. ერთად ვართ გაზრდილები. რატომ არ გჯერა ?
-არ გბეზრდება ახლ-ახალი ზღაპრების შეთზვა ? პირდაპირ მითხარი,რომ მოგბეზრდი და არ გინდა ჩემთან ყოფნა..
-გიჟი ხარ ! რაებს ლაპარაკობ ? ლიკა,შენ დაქალს რამე ჭირს ? ცოფიანივით გადამეკიდა და არაფერს მიჯერებს.
-აა,მე ვარ ცოფიანი ? ჩემი სახელი არ ახსენო საერთოდ. ვერ გიტან ! ნეტა რას მოვდიოდი . ეხლა მთელი ზაფხული შენი ყურება მომიწევს.
-არ მოგიწევს,რადგან ჩავალთ თუ არა, მე უკანვე მივბრუნდები. 

თაკოს უცებ სახის გამომეტველება შეეცვალა. მის თვალებში გაკვირვებას, სევდას, გაბრაზებას, სიყვარულს, ყველაფერს ერთად ამოიკითხავდით. თითქოს საბას ეუბნებოდა : "შენ ვერ იზამ ამას,ვერ დამტოვებო.",მაგრამ იხტიბარს კი არ იტეხდა და არ ნებდებოდა. 
-კარგი რა საბა,არსადაც არ წახვალ,ჩვენ შენი და ნიკას წყალობით ვართ აქ და არ ვაპირებ,რომ ზაფხული ჩაგიმწარდეს !! შენ კიდევ რა მოგივიდა თაკო ?  
-ისევ თაკო. მე ვარ ყველაფრის მიზეზი,როგორც ყოველთვის. უკაცრავად, დიახ თქვენ, შეგიძლიათ ადგილი გამიცვალოთ ? როგორც ჩანს აქ ჩემი ყოფნა არავის სიამოვნებს. 

-თაკო რას აკეთებ ? 
პასუხი აღარ მიმიღია და აღარც შევჩენილვარ. საბა გაბუსხული ფანჯარაში იყურებოდა,თაკოს თავი ჩაეღუნა და ზოგჯერ ჩუმად თვალს მისკენ აპარებდა. მე კი მჯეროდა,რომ ეს მათი წამიერი უთანხმოება მალე დამთავრდებოდა. ბოლოს და ბოლოს,მათ ხომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. სიყვარული კი ჯადოსნური ძალის მქონეა და სასწაულებს ახდენს .. !! ეს ზაფხული კი ყველაფერს შეცვლის, უკეთესობისკენ , ამის მჯერა ! ❤




კატეგორია: BooK | ნანახია: 323 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »

12 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-10) Spam

იიიი,თაკოო გადიიი :დ საბუნა ბუნა მერე ნახავ რასაც გააკეთებს :დ და ლანძღე კიდე :დ თოკოო <3 მენატრება ეგ მოდებილოო ბავშვი :დ სკაიპში განა შემოდის :დ ფბ-ზე ძლივს ვიჭერ ხოლმე :დ

11 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-10) Spam

:******

10 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-10) Spam

ყველას ძალიან დიდი მადლობა <3 მიყვარხართ <3 (ციდან სამ მეტრზე :დ - თაკო(საჯაია),შენი ხათრით)

9 Taki ..  Smiley  (2012-07-10) Spam

:D:d mee da tornikee aiaia zustad ase vart :D:D::D :d isee chveni gemovnebaa yvelafershii emtxvevaa apsoliturad :D:D:d biggrin biggrin xo da rac shexebaa sabunabunaass girsi ar iyo ?:D:D iyo :D:D:D

8 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-07-10) Spam

Gaagrdzele,sulmoutqmelad velodebi shemdeg tavs dry dry happy happy

7 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-07-10) Spam

nini getanxmebi,martla titoeuli tavi ragacas gvaswavlis dry dry

6 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-10) Spam

au udzalianmagresi tavi iyo :D:D da dzaan gaverte :** takoze da tokoze vgijdebiiii <3 da saertod yvela personajze biggrin momewona dzaaaaaaaan magram kide minda :D:D gaagrdzelee ogond male..!! <33

5 ნინი ქოიავა  NiiiNaa❤  (2012-07-10) Spam

magariia gaagrdzee martla kargiaa..!!!mtavaria rom motxrobasshi chadebuli aris didi siyvarui..es motxroba ubralo araris ..ragacnairad vtvli rom fsiqologiuria da bevri raacis mswavlebi..magalitad megobrobis

4 PrincessK  Princess  (2012-07-10) Spam

მაგარია გააგრძელე აუცილებლადდდდდ!!!!!! ყველაზე მაგარი მოთხრობაა ჩვენს საიტზე happy

3 mari  Maar♥  (2012-07-10) Spam

vaime ra magari tipia es tako biggrin au kide minda sad male ra. mowonebaze ukve agarc vambob
1-10 11-12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 129

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:37 PM
თქვენი IP: 54.197.110.104
თარიღი: 2016-12-03
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2016
Create a free website with uCoz