საიტის მენიუ

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » მარტი » 3 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 33)
11:54 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 33)

ცუდია,როცა ადამიანს ტყუილუბრალოდ ადანაშაულებ იმაში,რაც არ ჩაუდენია ! ამან შეიძლება თქვენს ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს ! ამიტომ სადამ რამეს ეტყოდე უნდა კარგად გაარკვიო ყველაფერი ! თუ ის გიყვარს,მას უნდა ენდობოდე და მისი გჯეროდეს,თორემ ჩათვალე,რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს ! არ უნდა იფიქრო რამეზე,სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ და ყურით არ გაიგონებ ! თუ გიყვარს,უნდა გიყვარდეს ბოლომდე და მას ეს უნდა გაუმხილო ! 


***

დილა ჩვეულებრივი რიტუალებით დაიწყო:ავდექით,თავი მოვიწესრიგეთ,გავემზადეთ და კოლეჯში  წავედით ! გზაში თოკო ლიზას ელაპარაკებოდა,მე და თაკო კი ვჭორაობდით ერთ ახალ გოგოზე,რომელიც ახლახანს გადმოვიდა ჩვენს კლასში.ზარის დარეკვა და ჩვენი კლასში შესვლა ერთი იყო ! მაშინვე მერხებს მივუსხედით და წიგნები ამოვიღეთ.თაკოს გავხედე,რადგან მის გვერდით საბა მეგულებოდა,მაგრამ მის ადგილას თოკო დავინახე...მათ გვერძე მდგომ მერხთან საბა იჯდა იმ ახალ გოგოსთან ერთად და სახე შემეჭმუხნა ! მან შემამჩნია და თვალი ჩამიკრა,მე კი შემოვტრიალდი და ყურადღება არ მივაქციე ! მთელი გაკვეთილი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ...თაკოს კი მათთვის თვალი არ მოუცილებია ! რამდენჯერმე ვანიშნე,რომ თავი დაენებებინა და გაკვეთილისთვის მოესმინა,მაგრამ ვერ შეძლო და მისი მესმის კიდეც ! პირველი,რაც გამახსენდა ის მომენტი იყო,როცა ნიკა იმ გოგოსთან ერთად დავინახე ! ღმერთს შევთხოვდი,რომ თაკოსაც იგივე არ დამართნოდა,თავს ვინუგეშებდი,რომ ეს გაუგებრობა იყო...როგორც იქნა ზარი დაირეკა და მასწავლებელი კლასიდან გავიდა.ის ორნიც ადგნენ,თაკომ კი მათ თვალი გააყოლა.


თაკოსთან მივვარდი და ჩავეხუტე...

-ნუ გეშინია,ეხლავე მიდი და დაელაპარაკე ! დარწმუნებული ვარ რაღაც გაუგებრობაა !

-ჩემთვის არც კი შემოუხედავს ლიიკ,გესმის ? უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო !

-წადი და დაელაპარაკე ! 

თაკომ დამიჯერა და როდესაც საბა კლასში შემოვიდა,მას მიუახლოვდა და მიესალმა.საბაც ჩვეულებრივ შეხვდა,აკოცა და მოიკითხა...


-როგორ ხარ თააკ ? ბოდიში,დღეს შენთან ვერ დავჯექი,უბრალოდ ჩემი და ჩამოვიდა საფრანგეთიდან და აქ გადმოვიდა სასწავლებლად და ხომ ხვდები,3 წელია არ მინახავს და ძალიან მომენატრა...

-მოიცადე,შენ რა და გყავს და მე არ ვიცი ? მე კიდევ ეჭვიანობით ლამის მოვკვდი ! 


-ბოდიში,დამავიწყდა შენთვის მეთქვა...მოიცადე და შენ მართლა იეჭვიანე ? 

-ხო,აბა ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი ?


-მეე? შენს გვერდით ბიჭი რომ დამენახა,ალბათ ძალიან მაგრად ვცემდი :დ ხო მართლა,გაიცანი,ეს ჩემი და,მარია !

-სასიამოვნოა,საბა შენს შესახებ ბევრს მიყვებოდა თაკო ! ძალიან კარგი გოგო ყოფილხარ რადგან ჩემს ძმას ასე ძალიან უყვარხარ ! მიხარია,რომ გაგიცანი და იმედია დავმეგობრდებით : )

-მართალია გაუგებრობაში მოვხვდი,მაგრამ მეც ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიცი კარგი მეგობრები გავხდებით : )


თაკომ ყველაფერი გაარკვია და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ ! დღემ კარგად ჩაიარა...ხო მართლა,კოლეჯში ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე ! ის ჩემი თანაკლასელია და სანდრო ჰქვია : ) ერთად დიდ დროს ვატარებთ და ერთმანეთს ვეხმარებით გაკვეთილების გაკეთებაში.სანდრო კარგი ადამიანია და ამაში პირველივე დღიდან დავრწმუნდი ! ხშირად დადის ჩვენთან სახლში და ერთად ბევრს ვერთობით : ) მოკლედ,ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება...ლიზა დამპირდა,რომ 1 კვირაში ჩამოვა ! საბამ თაკო პაემანზე დაპატიჟა და სიურპრიზი მოუწყო,დაუკრა და უმღერა ! აღმოჩნდა,რომ ძალიან კარგად უკრავს ფორტეპიანოზე !

 

ამას წინათ შუაღამისას მობილურის ზარმა გამაღვიძა,დავხედე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა ! ის იყო...ამდენი ხნის შემდეგ ! ძალიან მომინდა მისთვის მეპასუხა,მაგრამ ვერ შევძელი ! ღმერთია მოწმე,რომ ყოველდღე ვცდილობ თავიდან ამოვიგდო და დავივიწყო,მაგრამ...მაგრამ არ შემიძლია ! ვგიჟდები ისე მენატრება ! ისე მინდა ჩავეხუტო,ვაკოცო,ვუთხრა თუ როგორ მიყვარს,მაგრამ ის ჩემთან არაა ! იმ ღამეს ვერ დავიძინე...

დილით მობილურმა დარეკა და ხელი ისე ვტაცე,რომ არც შემიხედია ვინ რეკავდა.ვუპასუხე და სანდროს ხმა რომ გავიგე,ცოტა არ იყოს გამიკვირდა,იმიტომ რომ დღეს შაბათი იყო და ნამდვილად არ ვგეგმავდით მეცადინეობას,ის კი შეხვედრას მთხოვდა.მეც დავთანხმდი.ჩევნ ერთმანეთს ერთ მყუდრო კაფეში შევხვდით,რომელშიც ხშირად დავდიოდით : ) ბევრი ვილაპარაკეთ და წამოსვლას ვაპირებდით,როცა სანდრომ გამაჩერა:


-ლიიკ,მოიცადე ! რაღაც მაქვს სათქმელი !

-გისმენ : ) ხომ იცი შენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ ! ძალიან გამიმართლა შენნაირი მეგობარი რომ ვიპოვე !

-მეგობარი ? იცი მაგაშია პრობლემა ! უკვე დიდი ხანია ვიტანჯები იმ გრძნობისგან,რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობ,მაგრამ ვიცი,რომ არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს ! მოკლედ,ლიკა ძალიან მიყვარხარ !

 

-რა ? 

-ძალიან გთხოვ,არ შემაწყვეტინო,ისედაც ძალიან მიჭირს ! შენამდე არც-ერთი გოგოს მიმართ არ მიგრძვნია ის რასაც ახლა ვგრძნობ ! ძალიან ცუდია ასე გვიან რომ გაგიცანი !

-სანდრო,შენგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ სიტყვებს ! ხომ იცი ძმასავით გიყურებ ! შოკირებული ვარ ! იცი,ამაში მე ვარ დამნაშავე აქამდე რომ ვერ მივხვდი ყველაფერს ! მაპატიე,მაგრამ სიყვარულით ვერ გიპასუხებ ! გამიგე...არ მინდოდა ეს გაგეგო,მაგრამ მაინც მომიწევს ! იცი,სულ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა და ამ სიყვარულმა ტკივილისა და იმედგაცრუების მეტი არაფერი მომიტანა ! ის ბიჭი ძალიან მიყვარდა,მაგრამ მან გამომიყენა,ჩემს გრძნობებს დასცინა და აბუჩად აიგდო ! მისი პატიება ვერ შევძელი ! ჩემი მეგობრები რომ არა,მე ალბათ რაღაცას ავუტეხავდი თავს ! არ მინდა,რომ იგივე გადავიტანო,ამიტომ დავიფიცე,რომ აღარავინ აღარ შემიყვარდება ! იმედი მაქვს შეძლებისდაგვარად მაინც გამიგებ ! 


-ლიკა,ეს მართლა არ ვიცოდი და შენგან სხვა პასუხს ისედაც არ ველოდი...ვხვდები,რომ რადგან მიყვარხარ,თავი უნდა დაგანებო ! უბრალოდ შენი დაკარგვა ძალიან მიჭირს ; (


-მერედა ვინ გეუბნება,რომ დამკარგე ? მე შემიძლია მხოლოდ მეგობრობა შემოგთავაზო ! 

-კარგი,რადგან სხვა გზა არ მაქვს,ვეცდები დაგივიწყო და როგორც მეგობარს ისე შემოგხედო ! 

კაფედან გამოვედი და იმდენად ვიყავი დაბნეული,რომ არც კი ვიყურებოდი წინ...უცებ...კვლავ შეჯახება,კვლავ ბოდიში,თითქოს დე-ჟავუ მქონდა ! ავიხედე და...თვალები კარგად მოვისრისე,მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა !



კატეგორია: BooK | ნანახია: 888 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »

11 Elene Chichinadzee  smile  (2012-03-05)

dzalian momwon sheni motroba cindirella : ) gaagrdzeleeeeeeeee

10 Ellenee    (2012-03-05)

male dade xolme ra :D ramdeni xani gelodebit! =D yochag umagresiaa da gaagrdzelee

9 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-03-04)

უეჭველი ნიკა შეხვდება!!! <33 :D გააგრძელე!!

8 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-03-04)

აუცილებლად დადე შემდეგი თავი <33 !! გელოპდებით!!!

7 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-03-04)

ძალიან მაგარი თავია!!!

6 Ani Dekanosidze  Butterfly  (2012-03-04)

Mallleee gaagrdzelee raaaa <3

5 Ani Tandiashvili  Delenafan  (2012-03-04)

IntrigaaIntrigaaIntrigaaIntrigaaIntrigaaIntrigaa ..
Gaagrdzele Aucileblad !

4 mari  Maar♥  (2012-03-04)

vaimeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeweeeeeeee.gavrekaaav.nikaa chamovidaaa.aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa.......dges dade gemudarebi,gexveewebi.martla takos xatrit dges daamattttteeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee.da im sadros mivungrev tavybaas

3 Taki ..  Smiley  (2012-03-04)

auu likkk tu odnav mainc giyvarvar dges dadee momdevno tavi raaa <333 drozeee sanammm gavgijebulvar :Ddd

2 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-03-04)

Vaime Nika Sheejaxa?! Rogorc Yoveltvis Marisi Ar Iyos Unikaluria <3 Dzalian Dzalian Magaria (Y) Aba Shen ici Gaagrdzele !! (Aucileblad) Yochag Raa Yochag !! Martla Dzalian Magaria : ) (Ukomentarod)
1-10 11-11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 4:32 AM
თქვენი IP: 18.220.16.184
თარიღი: 2024-04-27
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz