საიტის მენიუ

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » თებერვალი » 3 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 28)
0:33 AM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 28)

გათენდა კიდევ ერთი დილა...თოვლიანი,სუსხიანი და ამის მიუხედავად მაინც იმედიანი ! რატომ ? იმიტომ,რომ ადამიანმა არ უნდა დაკარგო იმედი...იმ რაღაცის რწმენა,რაც გინდა,რომ მოხდეს და შენი ცხოვრება შეცვალოს ! არ შეიძლება ყოველი დღე მოჟამული ფერებით,ცუდი ხასიათით,უიმედო და მომტირალი სახით და იმის ფიქრით დაიწყო,რომ ცხოვრება არაფერია,გარდა უაზრობისა და პრობლემებისა ! არა ! ამის გაფიქრებაც კი არ გაბედო ! მერე რა,თუ ოდესღაც ცუდი შეგემთხვა ?! მერე რა,თუ მარტო ხარ ! ან პრობლემები გაქვს ? ეს ყველაფერი მატერიალურია და მალე მოგვარდება ! მაგრამ გამუდმებით ცუდი აზრებით ტვინის გამოტენა არაა სახარბიელო ! ყველა ვარდს აქვს ეკალი ! არავინაა უნაკლო...ის ახალშობილიც კი,რომელიც ახლახან დაიბადა,რადგან მას თავისი წინაპრების ცოდვები აწევს ტვირთად ! არ უნდა გაუყადრო თავი იმათ,ვისაც შენი ბედნიერება არ უხარია და გულზე არ ეხატები ! მათ თავისი გზა აქვთ ! უნდა თავაწეულმა იარო და ცხოვრებას დადებითი მხრიდან შეხედო ! რა არის დეპრესია ? დროის ფუჭად კარგვა,ოთახში გამოკეტვა,ტირილი,თვალების დასიება და ნერვიულობა ! ეს რამეს შეცვლის ? ვერაფერს ! პირიქით ! არ უნდა დაეცე! უნდა დარჩე ძლიერი და იბრძოლო იმისთვის,რომ  შენს "კეთილისმსურველებს" დაუმტკიცო,რომ მაგარი ხარ და მათ არაფრად აგდებ ! ისინი შენ ვერ მოგერევიან ! მთავარია სულიერად არ დაეცე...და ყოველთვის უნდა გახსოვდეს,რომ ცხოვრება ერთი რამისთვის მაინც ღირს ! რისთვის ? რისთვის და სიყვარულისთვის !


***

უკვე 1 თვე გავიდა...ამ ერთ თვეში ბევრი რამ შეიცვალა ! ლიზას ნელ-ნელა თავისი წარსული ახსენდება ! გაირკვა,რომ როდესაც ის მოიტაცეს და გამოკეტილი ჰყავდათ,მან როგორღაც მოახერხა გაქცევა და მაშინვე აეროპორტისკენ გაეშურა...პირველივე რეისზე შეაღწია,დღემდე ვერ ვხვდები ამ პატარა არსებამ ამდენი სირთულის გადალახვა როგორ შეძლო,მაგრამ ეს გამოუვიდა ! ის უზომოდ ძლიერია და ბედნიერი ვარ,რომ ვიცნობ ! ასე ჩამოაღწია საქართველოში,შემდეგ კი რაც მოხდა კარგად ნაცნობია...თოკოც ძალიან შეცვლილია...რაც დრო გადის,უფროდა უფრო ვრწმუნდები,რომ შეყვარებულია...უფრო თბილი,ყურადღებიანი და საყვარელი გახდა ! ლიზას წამითაც კი არ ტოვებს მარტო და მგონი არც ლიზაა მის მიმართ გულგრილი ! მათი ურთიერთობ ამეც და თაკოსაც ძალიან გვახარებს )) რაც შეეხება თაკოს ! მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა ! საბა როგორც იქნა გაერკვა თავის გრძნობებში და  სიყვარული აუხსნა ! უნდა გენახათ რა სახე ჰქონდა თაკოს...მე კი ლამის გული წამივიდა )) ეხლა სულ ყველგან ერთად დადიან...კოლეჯშიც ყველამ იცის მათი ამბავი და ყველა ფიქრობს,რომ ძალიან კარგი წყვილია ))  ლიზა თავის მშობლებს დაუკავშირდა და მათ უკვე იციან,რომ შვილი ცოცხალი ჰყავთ )) მალე აპირებს,რომ სახლში დაბრუნდეს,მაგრამ ჩვენი დატოვებაც ძალიან უჭირს...უკვე იმდენად შეუყვარდა საქართველო,რომ არ გამორიცხავს აქ ისწავლოს )) ქართული კარგად შეითვისა და ძალიან მოსწონს )) ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა ...


ყველა ბედნიერია...ჩემს გარდა...


შეძლება ეგოისტურად ჟღერს,მაგრამ ასეა ! მათ არასდროს ვაგრძნობინებ ჩემს დარდს,მაგრამ ეს ეჭვები მღრღნის ! რაც დრო გადის უფრო ცუდად ვხდები...ერთი თვე გავიდა...მას კი ერთხელაც კი არ დაურეკავს და არ მოვუკითხივარ ! ნუთუ ჩემი ეჭვები გამართლდა ? ნუთუ დამივიწყა ? აღარ ვუყვარვარ ? შვებას მანამდე ვერ ვიგრძნობ,სადამ მას არ დაველაპარაკები...ის კი არა ნომერიც კი შეიცვალა ! ხომ უნდა გავეფრთხილებინე ? თუ მისთვის უკვე არაფერს აღარ წარმოვადგენ ? ბოლოს ამდენმა ლოდინმა და ეჭვებმა დამღალა ! ეს თაკომ და თოკომაც შემატყვეს და მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს...ერთ დღეს სახლში მისულს ბარგი ჩალაგებული დამხვდა...


მაშინვე ოთახში შევვარდი და გაგიჟებულმა ვიკითხე:

-ხალხო,არ გამაგიჟოთ,ვინ მიდის ?


-შენ ლიიიკ...შენ მიემგზავრები ))

-მეე? თაკო კარგად ხარ ?

-მე ძალიან კარგად ! აი შენ რაც შეგეხება...დამალვას აზრი არ აქვს ! ყველამ ვიცით რასაც გრძნობ ! მარტო ჩენი ბედნიერებით ტკბობა არ გიშველის !შენც ადამიანი ხარ და შენც გჭირდება სიყვარული ! ასე რომ,წადი ! ჩვენ გიშვებთ ! 


-რაა ? კი მაგრამ...ეს,თქვენ...საიდან....

-დროს ნუ კარგავ,თორემ რეისზე დაგაგვიანდება ! 

-რეისზე ? რა რეისზე ? თქვენ ჩემი გაგიჟება გინდათ ხომ ? მითხარით,რომ მეკაიფებით !

-არა ! ასეთ რაღაცაზე როგორ უნდა ვიკაიფოთ ? ბილეთი აგიღეთ და დღესვე წახვალ ნიუ-იორკში ! ერთხელ და სამუდამოდ ამ გაუგებრობას უნდა ბოლო მოუღო ! ერთხელ და სამუდამოდ იმ ნაძირალ...

-ვის ? ვინაა ნაძირალა ? 

-რაა ? ნაძირალა არ მითქვამს...მე ნიკა ვთქვი !

-ნუ მატყუებ ! ჯერ სმენა არ დამკარგვია ! რატომაა ნიკა ნაძირალა ? რამე ისეთი იცით,რაც მე არ ვიცი ? 

-იცი ლიიკ...არ გვინდოდა,რომ გაგეგო,მაგრამ მგონი ჯობია სიმართლე გითხრათ ! აიი რა ვიპოვეთ ნიკას ფეისბუქზე:


-მართალია 2წუთში წაშალა,მაგრამ ჩვენ მაშინვე გადმოვიწერეთ და ფაქტზეც დავიჭირეთ !


-არაა...ეს შეუძლებელია...ეს ნიკა ვერ იქნება ! ან შეიძლება ფოტოშოპია ! შენ ხომ მაინც იცი თოკოო რა შეუძლია ფოტოშოპს ! ეს შეიძლება ნებისმიერი იყოს ნიკას გარდა !

-ლიკა...ჯობია ღრუბლებიდან დაეშვა და რაც არ უნდა მძიმე იყოს რეალობა,შეეგუო ! ამიტომ უნდა წახვიდე ახლავე იქ და გაარკვიო ყველაფერი ! ამდენ ტყუილში ვერ იცხოვრებ ! ამას არ იმსახურებ ! 

-მე ყოველთვის რეალობაში ვცხოვრობდი,ვცხოვრობ და ვიცხოვრებ,მაგრამ ამის დაჯერება ძალიან მიჭირს ! ის სიყვარულს მეფიცებოდა...მაშინაც კი,როცა გათიშული ვიყავი ! მეუბნებოდა,რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი იყო...

-კარგი,დაწყნარდი...ახლა დროს კარგავ ! წადი !

-მადლობა ბავშვებო  ! თქვენ რომ არა ახლა ზეცაში ვიქნებოდი...ვინ იცის იქნებ ჯობდა არ დავბრუნებულიყავი...

-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ! წადიი !

-"ყველაფერი ისე არაა,როგორც ჩვენ გვინდა !"-მხოლოდ ეს ჩავილაპარაკე ჩემთვის,მივბრუნდი და კარები მივიხურე !



კატეგორია: BooK | ნანახია: 1396 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 121 2 »

12 nia mijishvili  Lovelightweight  (2012-02-05)

aiiii namdvili chamoyalibebuli mwerali xar!!!!!!!!!!!

11 Ani Tandiashvili  Delenafan  (2012-02-04)

Gaaggrdzelee !!

10 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-02-04)

Bavshveboo Madloba Yvelas Amxela Siyvarulistvis )) me ki megona agar mogwondat :|| Takoo,Marii Warmatebebs Gisurvebt : D Ogond Jer Ar Moklat Ra Ici Ra xdebaa : D Maar Imedia Chemive Dawerili Mec Maswavlis Cxovrebashii ))

9 mari  Maar♥  (2012-02-04)

posterxe chemi azri ici,amitom agar davwer :D
rac sheexeba motoxorbis dasawyiss am dasawyiss yovelodge wavikitxav da iqneb eg yvelaperi rogorme chems tavs shtavagono.dzalain sheemxo da chemze imoqmeda(rogorc yovetlvis ragaca amswavla da iemdia am swavlebas cxovrebashi gamoviyineb,alxa tu ara cotaxanshi mainc)
rac sheexeba nikas,me pirada aramgonia rom likas galatobdes...da tu ugalata amshin cocxali ver gadfamricheba :D
da rgoorc yoveltvis saueketsoa :*******

8 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-04)

აუ ძალიან მაგარია,მაგრამ შენ ნიკა ეძახე მაგას და ეგ ცუდი ბიჭი(აბა ამაზე რბილად როგორღა მოვიხსენიო შენი მოთხრობის გმირი და ლიკას შეყვარებული) მაგარია<33 ლიკა საიტის ნიჭიეროოოოო<33

7 Taki ..  Smiley  (2012-02-04)

vaimee nikass chemi xelit mivaxrchobdi xo ici araa?:D:D:D magariaa gaagrdzelee posterii superr :) (h)

6 PrincessK  Princess  (2012-02-04)

auu dzalian magariaa

5 mari ucodesrurEl0k  gorelimari  (2012-02-04)

ukomentarod <3

4 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-02-04)

: D Sheqspiri Shen Xar : )) <3

3 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-02-04)

Genacvalee <3 Tbiloo <3 Madlobaa <3 "Sheqspiroo" : D Miyvarxar <3 Kii Gavarkvev ))
1-10 11-12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 1:31 AM
თქვენი IP: 3.137.171.121
თარიღი: 2024-04-27
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz