საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » I'll Always Remember You ! Happy End ♥
9:33 PM
I'll Always Remember You ! Happy End ♥


"გამარჯობა,მე ლიკა ვარ..." - ასე დავიწყე წერა )) მაშინ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი არსებობდა... ბოდიში, ორი : თაკო და თოკო )) მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ყველაფერი შეიცვალა. გავიცანი საბა და ლიზი,რომლებიც თაკოს და თოკოს მეორე ნახევრები გახდნენ )) მე კი ... ხო,მე ძალიან გამიმართლა )) შევხვდი ადამიანს,რომელმაც თავდაპირველად ჩემი შინაგანი სამყარო შეიყვარა, ისეთი მიმიღო როგორიც ვიყავი და მაგრძნობინა სიყვარული !! ნიკა რომ არა,ალბათ ასე ბედნიერად ვერასდროს ვიგრძნობდი თავს,როგორც ეხლა !! ამ წლების მანძილზე,დაბადებიდან დღემდე ძალიან ბევრი რამ გადავიტანე,ბევრი ვისწავლე, ბევრჯერ მეტკინა, ბევრჯერ გამიხარდა...ვთვლი,რომ საკმაოდ ბევრ სირთულეს გავუძელი და აქამდე მოვედი ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული და რაც მთავარია - ბედნიერი !! თუმცა შინაგანად არ შევცვლილვარ. ისევ ის ობოლი ლიკა ვარ,რომელიც ოცნებობდა ზღაპრულ სასახლეზე, სჯეროდა სასწაულების და ფიქრობდა,რომ ოდესმე აუცილებლად მოვიდოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, უკან შეისვამდა და გააქროლებდა... სად ? ამას რა მნიშვნელობა აქვს !! მთავარია მასთან იქნებოდა )) დღემდე ავხედავ ხოლმე ცას და ვუყურებ ყველაზე დიდ ვარსკვლავს,მას ველაპარაკები და უფრო და უფრო მითბება გული,რადგან ვგრძნობ რომ ის ჩემთანაა და ყოველთვის ჩემთან დარჩება !! 





იმ ზაფხულის შემდეგ 2 წელი გავიდა )) გაინტერესებთ რა მოხდა ამ დროში ? ჩვენ წარმატებით დავამთავრეთ კოლეჯი, დავიწყეთ მუშაობა : თაკომ საკუთარი სამოდელო სახლი გახსნა და კლიენტების გულიც მაშინვე დაიბყრო. საბა წარმატებული იურისტია, არაფერი შეცვლილა მათ გულში. პირიქით, რაც დრო გავიდა ერთმანეთი უფრო მეტად შეუყვარდათ. ხო, დამავიწყდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაინიშნნენ და მალე ჯვარს დაიწერენ. იცით სად აპირებენ ქორწილის გადახდას ? სწორედ იმ სანაპიროზე,სადაც საბამ თაკო დახრჩობას გადაარჩინა და სადაც ძალიან გიჟურად გაატარეს იმ ზაფხულის ბოლო დღე )) 


თოკოს ოცნება აუხდა : ის ძალიან კარგი პოლიციელი გახდა და ლიზასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ლიზამ ჯულიარდი დაამთავრა და ძალიან კარგი მუსიკოსია )) მის კონცერტებზე ხშირად მივდივარ და ვტკბები ჩემი მეგობრის წარმატებებით )) აპირებენ,რომ ცოტა ხნით ამერიკაში წავიდნენ, ლიზას ძალიან ენატრება მშობლები.  ძალიან გვიჭირს მათი გაშვება,მაგრამ ვიცით,რომ მალე დაბრუნდებიან )) 


რაც შემეხება მე ! მე ჩემი საყვარელი პროფესია ავირჩიე და ჟურნალისტი გავხდი )) ჯერ-ჯერობით ჟურნალში ვმუშაობ,მაგრამ არაა გამორიცხული,რომ მალე ტელევიზიაშიც ვცადო ბედი )) ნიკა ბიზნესმენია, საკუთარი ტურისტული კომპანია აქვს და კარგადაც ამუშავებს )) ჩემი ოცნება იყო,რომ ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ცასთან ახლოს. მე და ნიკას ხომ ისე გვიყვარს ერთმანეთი,როგორც ციდან სამ მეტრზე :დ ხოდა ერთ დღეს ნიკამ სამსახურში მომაკითხა, ხელი დამავლო და სადღაც წამიყვანა, მითხრა სიურპრიზს გიმზადებო. ვერც კი წარმოიდგენთ რა გააკეთა. საჰაერო ბუშტში ჩავჯექით და ... ღმერთო, ისე ახლოს ვიყავი ცასთან,ასე მეგონა ხელს შევახებდი )) ეს ჩემთვის უბედნიერესი წამები იყო. მაგრამ როგორც ჩანს მთავარი წინ მელოდა : საჰაერო ბუშტი დაეშვა, ძირს ჩამოვედით, მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა ნიკა მუხლებზე დაეცა, რაღაცის ძებნა დაიწყო და ბოლოს როცა მიაგნო,შვებით ამოისუნთქა. 

-ლიკაა...ძალიან მიჭირს ამის თქმა,ამიტომ არ შემაწყვეტინო რაა. დიდი ხანია ერთად ვართ,უფრო მეტად შეგვოყვარდა ერთმანეთი. მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს !! მინდა მთელი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო !! ცოლად გამომყვები ??





ძვირფასო დღიურო !

აი, დადგა ის მომენტი,როცა უნდა შევწყვიტო შენთან კონტაქტი. ძალიან მიჭირს,მაგრამ ვთვლი რომ ასეა საჭირო )) შენ ისეთ მძიმე პერიოდში გამიწიე დახმარება,რომ ამას ვერასდროს დაგივიწყებ )) ვთვლი,რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე უკანაა... ახლა მშვიდი და ოჯახური ცხოვრება მელის )) ბოლოს და ბოლოს ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლეა !! მოუთმენლად ელოდება როდის გამოყოფს თავს ♥ თაკოს და თოკოსაც თავიანთი ოჯახი აქვთ . ორივეს ჰყავთ უსაყვარლესი პატარები : თაკოს ბიჭი,ხოლო თოკოს-გოგო !" თაკოს პატარა ძალიან გავს თორნიკეს, თოკოს გოგო კი -თაკოს )) ზუსტად ერთ დღეს და ერთ დროს არიან დაბადებულები, ისევე,როგორც მათი მშობლები !! ერთად ხშირად თამაშობენ და უკვე ჩხუბობენ კიდეც :დ მათ რომ ვუყურებ პატარა თაკო-თოკო მახსენდება ! მიუხედავად იმისა,რომ ერთად აღარ ვცხოვრობთ,მაინც სულ ერთად  ვართ ! ხან ისინი მოდიან ჩვენთან, ხან ჩვენ მივდივართ მათთან ! ადრე ვთქვი,რომ ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს გაუძლებდა და ამას დღესაც ვიმეორებ !! რაც არ უნდა მოხდეს,ისინი ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობრები იქნებიან !!

აი სულ ეს იყო. ახლა სხვა ეტაპი იწყება. თითქოს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ !! შეიძლება გავიდეს დრო და ისევ მომინდეს წერა,ისევ იყოს პრობლემა, ისევ დამჭირდეს შენი დახმარება,მაგრამ ახლა ასე ვთვლი საჭიროდ )) ერთი კი მუდამ იცოდე :

მე შენ ყოველთვის მემახსოვრები !!!




I'll Always Remember You !





  




კატეგორია: BooK | ნანახია: 1334 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 121 2 »

12 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-15)

me da tako im dges seriozulad vbochobdit motxrobis dabechvdaze tqven ixumret daa :D:D:D

11 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-14)

Ninaa :d <33 xoo fiqrobs magazec ;d Ugrmesi madloba )) Wera sul momiwevs,radgan Jurnalistoba minda )) Amitom Imedia Odesgac Shengan da Giosganac avigeb intervius ;d

10 ნინი ქოიავა  NiiiNaa❤  (2012-07-14)

vaime aii martla magarii iyoo..gavgiijdii..namdvilad imsaxurebs aplodismentebs...!!!!umagresi mwerali xar da ar unda shewyvito es saqmianooba..!!!! were sul ...!!imitom rom martla shegidzlia da martla kargad gamogdis..axals davelodebi..gios da me xom msaxioboba gvindAa? ar vicodi tu rejosoroba ufro undoda biggrin biggrin biggrin didi msaxiobebi rom viqnebit rekomendacias gagiwevt:)ra movvboordgne ra:* :*

9 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-13)

მაარ : (( ვიცი,რომ მოგენატრება )) მეც ძალიან მომენატრება,მაგრამ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა )) მიყვარხარ <3
ქეეთ, ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 არა,რა სისულელეა,რა მომაბეზრე :დ პირიქით,ძალიან თბილი კომენტარი იყო )) მადლობა,რომ ასე გიყვარდა ეს მოთხრობა <3 ნამდვილად ასე სჯობდა )) მიყვარხარ <3

8 PrincessK  Princess  (2012-07-13)

საუკეთესო თავია, ლიკ აუუუ ცუდად ვარ ისე მომწონს ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!! არ გინდა რომ მათ ახალ ცხოვრებაზეც გააგრძელო?? biggrin ვგიჟდები ისე მომწონს და არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიქნები...................... :(((((((((((((((((((((( აააააააააააააააააა უმაგრესი იყო ლიკ დიდი მადლობა რომ მას წერდი და იმის შანსი მქონდა რომ ეს ულამაზესი მოთხრობა ყოველ საღამოს წამეკითხა დიდი მადლობა რომ გამაცანი შენი გმირები ლიკაააა უმაგრესი ხარ! ეს ჩვენი საიტის საუკეთესო მოთხრობაა ამაზე უკეთესი უბრალოდ არც კი შეიძლება sad გული მწყდება რომ მორჩა მაგრამ დასასრული ხომ ყველაფერს აქვე cry ვაიმეეე აი კომენტარის წერასაც ვერ ვეშვები ისე მომწოოოოონს biggrin კაი კაი თავი მოგაბეზრეეე მოვრჩიიიი biggrin

7 mari  Maar♥  (2012-07-13)

rogor ar mindoda bolo tavis wakitxva,rogor ar mindoda rom morcheniliyooooo..yvelaze magrad momwons es motxroba,umagresi pinalia,da ubralod verc ki warmoidgen rogor mamxnevebdaxolme es motxroba ragac momentebshi.imdenad shechveuli viyavi,imdenad velodebodi xolme am tavebs,rom dzalain miwirs imastan sheueba rom agar gagrdzeldeba........yoveltvis memaxsovreba...da momenatreba... :((((((((((((((

6 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-13)

კარგი რაა :დ დაბეჭვდით ნაღდად არ ვაპირებ და აი გახდეს გიო რეჟისორი და გადაიღოს :დ

5 Taki ..  Smiley  (2012-07-13)

likaaa exlaa rom davbejdot araa ?:D:D ogondd sruli seriozulobit vambobb : ) :D:D:d

4 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-13)

თააკ,ხომ იცი,რომ ასე იყო საჭირო )) აღარ ღირს გაგრძელება )) ზედმეტი აღარ სჭირდება )) ამ მოთხრობით ვთლი რომ მივაღწიე იმას,რაც მინდოდა )) მიყვარხარ <3
თააკუუშ<3 გენაცვალეე <3 მიყვარხარ ეე <3 მადლობა ძალიან დიდი <3 არ ვიცი კიდევ თუ გამომივა ასეთი )) და გავიზარდოთ და გადავიღოთ !! ))

3 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-13)

უიმე რამდენი მიწერია :დ:დ
1-10 11-12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 6:25 PM
თქვენი IP: 18.118.2.15
თარიღი: 2024-04-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz