საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » Fashion History
1:44 PM
Fashion History


ტანსაცმელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
 ისტორიის მანძილზე, თითოეული ქვეყანა და ერი, განვითარების სხვადასხვა პერიოდში, სამოსზე განსაზღვრულ ზეგავლენას ახდენდა... დროსთან ერთად იცვლებოდა შეხედულებები, გემოვნება, ჩაცმოს სტილი.
რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან, პირველ რიგში იტალიაში ჩაისახა - აღორძინების ეპოქის აკვანში.
 განახლებისა და აღორძინების ყველაზე ძლიერი რწმენა ამ დაუვიწყარი პერიოდისა სავარაუდოა, რომ ფლორენციაში არსებობდა, რომელიც იყო არა მარტო კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი იტალიაში, არამედ განთქმული იყო ეკონომიური გაფურჩქვნით, რაც დაკავშირებული იყო ქსოვილებისა და მოდური ნაწარმის წარმოებასთან.
ახალმა მოდამ უარყო წარსულისგან ყველაფერი, რაც არ შეესაბამებოდა სიმეტრიის ჰარმონიულობასა და ზომიერებას, მან შეძლო თავი აერიდებინა ზედმეთად ექსტრავაგანტული დეტალებისთვის, რაც წინა პერიოდის მოდას ახასიათებდა.



ახალი მოდა ყურადღებას აქცევდა ასევე ვარცხნილობას და თმის ფერს, მკერდის ზომას და ადამიანის სიმაღლეს. სილამაზის ძირითად პირობად იტალიელები რენესანსამდეც და რენესანსის შემდეგაც თვლიდნენ, მაგალითად ქერა თმებს. ეს მოთხოვნა სრულდებოდა სხვადასხვა საშუალებებით.
სახის გრიმირება ხელოვნური იყო, რომელსაც ყველა ქალი ფლობდა. იმ ეპოქის ქალები ორი სახის კაბებს ატარებდნენ _ შიგნითა კლაბა იყო გრძელი სახელოებით და მის ზემოდან რაღაც ხალათის მსგავსს ფართო სახელოებით, ე.წ. ღამურას.



"პალტოშიფრანგული სიტყვა "პალეტოტ”-ის ამოცნობა საკმაოდ იოლია, აზრიც - ზუსტად იგივე აქვს. თუმცა, სიტყვის სიძველის მიუხედავად, პალტო მოდაში, მხოლოდ XVII საუკუნის შუა წლებიდან შემოვიდა.

მანამდე, თბილი "გარე სამოსიმხოლოდ სამკუთხედად აჭრილი უსახელო ლაბადა-მოსასხამი იყო, რომელიც წინ, ან მხარზე იკვრებოდა.

XVIII საუკუნეში, გაჩმდა პირველი სახელოიანი, ჩახსნილი პალტოები, რომლებსაც ფოლაქები წინ ჰქონდა. ეს სამოსი ხშირად იყო გამდიდრებული ბეწვით, ბაფთებითა თუ ხელოვნური ან ბუნებრივი ყვავილებით.

საინტერესოა, რომ XIX საუკუნემდე, პალტო მხოლოდ მამაკაცის სამოსად ითვლებოდა, 40-50- იანი წლებიდან, რუსმა ქალბატონებმა, ქმრების "მიბაძვადაიწყეს და მათ გარდერობში "პალტოკებისგარდა, სხვადასხვა სახის ქურქები, დუბლიონქები და ბეწვის უსახელო ჟილეტებიც გაჩნდა...



მოდის ეს სიახლე ევროპამ მალე აიტაცა და . . "გარე სამოსირამდენიმე სახეობადაც სწორედ მაშინ დაიყო...

პალტოს ერთ-ერთ პირველ მოდელს "ლალა-რუკიდაარქვეს, მოსკოვის სალონებში მისი დამკვიდრება ნიკოლოზ I-ის მეუღლე, გერმანელ პრინცესა შარლოტასთან იყო დაკავშირებული.

მოგვიანებით, მას კონკურენცია გაუწია მოდელმა "პომპადურმა”, თუმცა, ჩვენამდე არც ერთ მათგანს მოუღწევია.

XIX საუკუნის ბოლოს, აქტუალური იყო კოსტუმ-ჟაკეტების მსგავსი, მოკლე პალტოები...XX საუკუნისთვის კი. ქალის პალტოს სილუეტი უკვე ოვალური გახდა, კალთებმომრგვალებული, მომრგვალებული, განიერი მხრებითა და დამოკლებული სახელოებით.
პალტოებს ხშირად კერავდნენ თექის, "პლუშისან სქელი ინგლისური შალისგან, აუცილებლად აბრეშუმის ან სატინის სარჩულით და დიდი ღილებით.
20-30-
იან წლებში, წინა ათწლეულის პალტოდან თავისუფალი ფორმები შემორჩა, თუმცა, გაჩნდა ახალი ტენდენციები საყელოსთან დაკავშირებითმოდაში შემოვიდა გადაკეცილი, ზოგჯერ დალიანდაგებული ან მაღალი, პლისირებული საყელოები, რომლებიც თვალებამდე აღწევდა.


40-იან წლებში, პალტოს მხრების სიგანემ მაქსიმუმს მიაღწია. მხრებიდან ქამრამდე, ჰორიზონტალურ ხაზზე, მიდიოდა ვერტიკალურად დაუთოებული და ქვემოთ გაშლილი ნაკეცები. პალტოს გაწყობას, ძირითადად, ნაკეცებისა და დრაფირების ხარჯზე აგებდნენ. ამ პერიოდში, სტანდარტულ მოდელს უკვე ამატებდნენ კაპიუშონს, შარფს და პატარა ქუდებს, რომლებიც არ ფარავდა კეფას.


50-იან წლებში, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც მოდაში კრისტიან დიორმა შემოიტანა, შეიცვალა პალტოს სილუეტიც: მათი სიგრძე გაუტოლდა კაბის სიგრძეს ან იყო უფრო მოკლე.


60-იან წლებში, მკვეთრად შემცირდა კაბის სიგრძე, შესაბამისად, დამოკლდა პალტოც.


ითვლება, რომ მინიქვედაბოლო ჩვენამდე 50–60იანი წლების ქუჩებიდან მოვიდა. თუმცა მისი კონკრეტული ისტორია ლონდონის ერთ–ერთ ბინაში, ოთახის დალაგებისას დაწყო... ახალგაზრდა დიასახლისი ლინდა კვაიზინი სახლს აწესრიგებდა... ფანჯრის გაწმენდისას გრძელმა ქვედაბოლომ ხელი შეუშალა და იძულებული გახდა სამოსი მაკრატლით დაემოკლებინა... ეს იყო და ეს... რა თქმა უნდა, რიგითი ინგლისელის ეს შემთხვევითი გამოგონება სახლის კედლებს არ გასცდებოდა, რომ არა მეგობარ მერი კუანტის სტუმრობა... მერი მაშინ დამწყები მოდელიორი იყო და პატარა მაღაზია ჰქონდა... ლინდას სხეულზე დანახულმა ულამაზესმა იდეამ და ქმნილებამ მას ახალი კოლექციის შექმნა შთააგონა და ძალიან მალე, 1962 წელს ინგლისში პირველი მინი ქვედაბოლოების ჩვენება მოეწყო.


1965 წელს მინი ქვედაბოლოების კოლექციის ჩვენება უკვე ნიუ–იორკში მოეწყო. შოუს მერე მოდელები ჩვენებაზე წარმოდგენილი კაბებითვე სასეირნოდ ბროდვეიზე გავიდნენ. როგორც ამბობენ, გოგონების გასვლისთანავე მოძრაობა შეჩერდა.

გაოცებული ხალხი სიახლეს ინტერესით აკვირდებოდა. საღამოს საინფორმაციო გამოშვების ყველა არხზე მთავარ ამბად ამ მსვლელობას აშუქებდნენ. მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, ოფიციალური სტატუსი მინი ქვედაბოლომ 1966 წელს მოიპოვა, როდესაც მისი ტარება ჟაკლინ კენედი–ონასისიმ დაიწყო.

ხვალინდელი თემაც მოდაზე იქნება კერძოდ ერთერთი ბრენდის ისტორიაზე :))

თუ რომელზე ამას ხვალ შეიტყობთ

დააკომენტარეთ

კატეგორია: დღის თემა :)) | ნანახია: 1455 | დაამატა: Princess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7

7 mariko gabisonia  Mariko  (2012-01-11)

gansakutrebit mini kveda bolo momewona

6 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2011-12-28)

Dzaan Momwonz !! : ) <3

5 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2011-12-28)

Aiii Yvelaze Saintereso Dgis Temaa Rac Ki Odesme Dagidiaa <33

4 Taki ..  Smiley  (2011-12-28)

magariaaa dzaliann <3

3 mari  Maar♥  (2011-12-28)

magaria

2 PrincessK  Princess  (2011-12-28)

xoda brendebis istoriebs davdeb :)) xvalidan

1 nia mijishvili  Lovelightweight  (2011-12-28)

au dzalian sayvareli infoa. . .. vgijdebi modebze < 3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:05 PM
თქვენი IP: 44.192.93.109
თარიღი: 2024-03-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz