საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ჩემი 5 რჩეული♥
1:22 PM
ჩემი 5 რჩეული♥
მოკლედ მე მყავს 5 ფავორიტი ვარსკვლავი ესენი არიან: ♥სელენა გომეზი♥ ჯასტინ ბიბერი♥ დემი ლოვატო♥ ნინა დობრევი♥ და♥ იან სომერჰალდეი♥

♥სელენა გომეზი♥-ს ბიოგრაფია


სელენა მარია გომესი (დ. 1992 წლის 22 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან". ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,"ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან", „პრინცესების დაცვის პროგრამა," „რამონა და ბიზუსი," „მონტე–კარლო."
სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene," რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell," „A Year Without Rain" და „When The Sun Goes Down." 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.


ადრეული ცხოვრება

სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა.

სამსახიობო კარიერა

2002–06: „ბარნი და მეგობრები"
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები." იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა". ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.

2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან"

07 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან", ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.
2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი", სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი".
2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი", ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა", რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.


2010 წლიდან დღემდე

ფილმის „რამონა და ბიზუსი" პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო". ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.
2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights"



მუსიკალური კარიერა

2009 წელი: სოლო კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისათვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".


Selena Gomez & the Scene

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.











♥ჯასტინ ბიბერი♥-ს ბიოგრაფია

ჯასტინ დრიუ ბიბერი (ინგლ. Justin Drew Bieber, IPA: [ˈbiːbər]; დ. 1 მარტი, 1994, ლონდონი, ონტარიო, კანადა) — კანადელი პოპ/რ’ნ’ბ მომღერალი. მისი კარიერა დაიწყო Youtube–ით, სადაც 2007 წლიდან დაიწყო საკუთარი ვიდეოების გამოქვეყნება. ის მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც რჩევა ჰკითხა აშერს, სანამ ბიბერმა ხელი მოაწერა „Island Records"-თან. საგულისხმოა, რომ ბიბერმა თავისით ისწავლა დაკვრა პიანინოზე, დოლზე, გიტარაზე და საყვირზე.

ბიოგრაფია

ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე, რომელსაც ამას წინათ ჟურნალმა „ფლეიბოიმ" შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის საკმაოდ საინტერესო ჰონორარი შესთავაზა, ერთ დროს იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 12 წლის ასაკში ჯასტინმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ვოკალურ კონკურსში „სტრეტფორდ აიდოლი" და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კონკურსამდე სერიოზულად იყვნენ დაკავებულნი მუსიკით, ხოლო ჯასტინი მხოლოდ დედის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მღეროდა, მან მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „Youtube", სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა.


კარიერა

სწორედ „Youtube-დან" დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი აშერი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „Island Records-ში" მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – აშერთან თუ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი აშშ–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „Teen Singing Sensation"-ს ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას" უწოდებდნენ.
2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „One Time" გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. მისი არანორმალური ფანი-გოგონები ჩხუბობდნენ კიდეც მუსიკალურ მაღაზიებში, რათა დაესწროთ ერთმანეთისთვის სინგლის შეძენა, რომელიც გამოსვლისთანავე დეფიციტური გახდა. გამოსვლიდან ორ კვირაში სინგლმა მე-12 ადგილი დაიკავა „კანადის ცხელ პოპ-ასეულში", ხოლო პირველი ალბომი, სახელწოდებით „My World", ჯასტინ ბიბერმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვა. ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „One Time" და „One Less Lonelygirl", „ემტივის" ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს.
2010 წლის მარტში გამოვიდა ჯასტინ ბიბერის პირველი ალბომის სრული ვერსია – „My World 2.0". ალბომის გამოსვლას წინ უძღოდა სინგლისა და კლიპის – „Baby-ს" გამოსვლა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. კლიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარტო „Youtube-ზე" ის 250 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც საიტის რეკორდი დაამყარა და წინა რეკორდის მფლობელი – ლედი გაგა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში – „ბილბორდ ტოპ 100-ში" მოხვდა.

ის არის ყველაზე პატარა ვარსკვლავი, რომლის შესახებ მხატვრულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორი, ჯონ ჩუაა,რომელიც ავტორია პოპულარული ფილმების „ნაბიჯი წინ 2:ქუჩები" და „ნაბიჯი წინ 3D"-ის.ფილმის გადაღებები ჯასტინის კონცერტების დროს, კულისებში და სცენაზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ფილმი, ჯასტინის ალბომების მსგავსად, წარმატებული გახდება. სხვათა შორის, ჯასტინის ჰობი ფილმების ყურებაა და მისი უსაყვარლესი ფილმებია: „მერვე მილი" და „ეშმაკის განდევნა ემილი როუზიდან". გარდა ამისა, თავისუფალ დროს ჯასტინს უყვარს ფეხბურთის, გოლფის, ჰოკეის თამაში, სკეიტბორდით სრიალი და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა „Facebook-სა" და „Twitter-ის" დახმარებით.
გარდა მუსიკისა, ჯასტინ ბიბერის სახელი კოსმეტიკურ საშუალებებსა და სუნამოებსაც უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის მარტში გასაყიდად გამოვა ქალებისთვის განკუთვნილი სუნამო, რომლის შექმნაში ჯასტინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში გაიყიდება ფრჩხილების ლაკი, რომელიც ჯასტინის კომპოზიციების სახელს ატარებს.
2011 წლის 14 თებერვალს გამოდის ფილმი ჯასტინის მონაწილეობით ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს. იგი ასახავს მომღერლისს ცხოვრებას, მოღვაწეობას,ჰობის. ასევე ფილმში მაყურებელი იხილავს მისი კონცერტების ნაწყვეტებს.



 




♥ნინა დობრევი♥-ს ბიოგრაფია


ინა დობრევი (დ. 9 იანვარი, 1989) — ბულგარელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალში Degrassi: The Next Generation 6-9 სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს ელენა გილბერტს და კატერინს პირსს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები.

ადრეული წლები და კარიერა

ნინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ,ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა - პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი. მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა,სადაც სწავლობდა ბალეტს და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას Ryerson University-ში. ნინამ დატოვა 2008 წელს უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.

კარიერა

სამოდელო კარიერამ ნინას გზა გაუხსნა მსახიობობისკენ. მან ითამაშა ფილმებში Fugitive Pieces, Away from Her, Never Cry Werewolf და სერიალში Degrassi: The Next Generation. ნინა 2009 წლიდან თამაშობს მთავარ როლს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასრულებს ორ სრულიად განსხვავებულს პერსონაჟს კატერინს პირსს, ვამპირს რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკული სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირებს დეიმონ და სტეფან სალვატორებს. 2011 წლის აპრილში ნინა დაამტკიცეს ფილმში The Perks of Being a Wallflower ემა ვოტსონთან ერთად.













♥დემი ლოვატო♥-ს ბიოგრაფია


დემეტრია დევონ ლოვატო (ინგლ. Demetria Devonne Lovato; დ. 20 აგვისტო, 1992, დალასი, ტეხასი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, დაიბადა პატრიკ და დიანა ლოვატოს ოჯახში. დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯამრთელობასთან პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქალიშვილს იშვიათად ხედავდა. 2002-2003 წლებში დემიმ მიიღო თავისი პირველი როლი საბავშო სერიალში „ბარნი და მეგობრები", 7 წლის ასაკში, სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომესი, ასევე სელენასთან ერთად ითამაშა ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა" (2009). 2002 წელს გოგონა დინეის სახე გახდა. 2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „ციხიდან გაქცევა". სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში „როკი საზაფხულო ბანაკში" მიჩი ტორესის როლზე (2008). 2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში „სანის აქვს შანსი". 2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „რუხი ანატომია".
თავისი სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, მისი პოპულარული სიმღერებიდან ყველაზე ნაცნობია: (This Is Me). (Don't Forget), და ა.შ. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Don’t Forget". პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას კოპიაზე მეტი, და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში.2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი „Here We Go Again" რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200 –ში გაყიდვების რაოდენობით,გაიყიდა 108,000 კოპია ასევე პირველ კვირაში.













♥იან სომერჰალდერი♥-ს ბიოგრაფია


იან ჯოსეფ სომერჰალდერი (8 დეკემბერი,1978, კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც დეიმონ სალვატორეს CW-ის სერიალიდან ვამპირის დღიურები და როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები.

ბიოგრაფია
იგი დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, იყო მასაჟისტი და თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰალდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰალდერი და ძმა ბობ სომერჰალდერი.

კარიერა

მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.
17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იანი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.
2009 წელს იანმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.
2009 წლის ივნისშI იანი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.

პირადი ცხოვრება

2004 წლის იანვრიდან იანი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.
2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
 ამჟამად დანიშნულია კოლეგა ნინა დობრევზე.









♥♥♥აი ესენი არიან ჩემი რჩეულები იმედია აკრგი სიახლე გამომივიდა ♥♥♥
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1336 | დაამატა: mari-jelenator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

2 mari gaboshvili  mari-jelenator  (2012-07-10)

didi maldoba:) happy happy salute salute

1 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-10)

ase uketesia :))) dzaan magari newsiaa.. momewona <3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:51 PM
თქვენი IP: 3.142.96.146
თარიღი: 2024-04-28
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz