საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » 2012 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი 12 ნიშნისთვის
4:54 PM
2012 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი 12 ნიშნისთვის

თუ წინდახედული ხართ და წლის დასაწყისშივე გიყვართ მომავალი თვეების განრიგის შედგენა. მაშინ აუცილებლად გაეცანით Astrologia.ge -ს მიერ მომზადებულ სტატიას და გაიგეთ როგორი იქნება ● 2012 შავი დრაკონის წელიწადი ჰოროსკოპის 12 ნიშნისთვის


ვერძი (21.03 – 19.04)

შავი დრაკონის წელიწადში თქვენი წარმატება და ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ძირითადად, უფერული და მოსაწყენი თვეებია მოსალოდნელი. ამიტომ, აუცილებლად უნდა გააანალიზოთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენს ხელშია, აიღოთ სადავეები და დაიწყოთ ყოველდღიურობის მართვა.
ძალით ნუ შეიქმნით რთულ და ძნელად გადასალახავ სიტუაციებს. როგორც კი მსგავსი გარემო შეიქმნება - გაერიდეთ და შეეცადეთ ყველგან დადებითი, მხიარული მუხტის შემტანი იყოთ.
წელს ხშირად გექნებათ ისეთი შეგრძნება, რომ არ იცით რა გელით. რეალურად, ერთი სერიოზული შემობრუნებაც საკმარისი იქნება ვითარების თქვენდასასიკეთოდ წარსამართად. შეიძლება ამ ყველაფერმა ცხოვრებისეულ აზარტშიც კი ჩაგაგდოთ.
შეეცადეთ გამოიყენოთ ყველა შვებულება და ოჯახთან ერთად გაემგზავროთ დასასვენებლად.
წელს, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული იქნებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გადარწმუნება რთული იქნება, მაინც შეეცადეთ მოისმინოთ სხვების აზრი და შეჯამების შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები.
არ გირჩევთ ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. თქვენ სხვების დახმარება და გვერდში დგომა წარმატებას მოგიტანთ.
პირად ურთიერთობებში დრაკონის წელიწადში, მეტი სითბოს და ყურადღების გამოჩენა გმართებთ. მგრძნობიარე ბუნება ბედნიერებისა და სიმშვიდის საწინდარი გახდება.




კურო (20.04 – 20.05)

შავი დრაკონის წელიწადში კუროები შეძლებენ საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ მოწყობას. პირველ რიგში, ზუსტად გაარკვიეთ რა გსურთ. შემდეგ კი გადაწყვიტეთ რას გინდათ მიაღწიოთ და რას ღირს რომ შეურიგდეთ.
ყოველდღიურ ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია სხვისი ზემოქმედების ქვეშ მოქცევა რაც არც ისე დადებით შედეგს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში.
გამორიცხული არ არის ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტოთ, მაგრამ მალევე მიხვდეთ, რომ ტყუილად ხარჯავთ ენერგიას და ფულს.
2012 წელს კუროებს სასიამოვნოსა და საჭიროს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევთ. თქვენი სურვილების ასასრულებლად რამდენიმე მნიშნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო. გარემოება თავად მიგანიშნებთ როგორ იმოქმედოთ.
წელს მარტივი იქნება კომპლექსებისგან გათავისუფლება, რასაც ცხოვრებისეული გამოცდილებისა და სწავლის წყალობით მიაღწევთ.
შეიძლება შეიცვალოთ საზოგადოებისადმი დამოკიდებულება, უფრო მნიშვნელოვანი გახდეს მათი აზრი და შეხედბულება ვისაც აქამდე არასოდეს უსმენდით.
გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით მარტივად დაამყარებთ მეგობრულ და საქმიან კავშირებს.
2012 წელს, კუროებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. დაიმახსოვრეთ, არც ერთ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, ამ წლის განმავლობაში ეს არაეფექტური და არც ისე კარგი შედეგის მომტანი იქნება
მოგზაურობა და მივლინებები წელს სიკეთის მომტანი იქნება და თვენი შესაძლებლობების ხარისხს მკვეთრად გაზრდის.
კარგი წელია მნიშვნელოვანი შენაძენისთვის, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ბედნიერების თილისმად გაგყვეთ.
შეეცადეთ დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, დაარეგულიროთ კვების რეჟიმი და რაციონი და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ სიამოვნებას. მაშინ დრაკონის წელიწადი უამრავ სიხარულს გაჩუქებთ!



ტყუპები (21.05 – 21.06)

შავი დრაკონის წელიწადში თითქმის ყველა მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ კიდევ ერთხელ დაფიქრდებით იმაზე რომ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, დადებითი კუთხით იქნება ეს თუ უარყოფითით.
ცხოვრებისეული პირობების და საზოაგადოებაში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოგიწევთ გარკვეულ ინტერესებზე უარის თქმა და მათი უფრო გონივრული შეხედულებებით ჩანაცვლება.
შეცდომები და სირთულეები რომლებზეც აქამდე თვალის დახუჭვა გიწევდათ წელს უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ, წინდახედულობა და ქმედებების გათვლა გმართებთ.
პირად ცხოვრებაში გაგიჭირდებათ ურთიერთობებში საკუთარი სიტყვის თქმა - წერტილის დასმა ან სურვილის გამოთქმა. მაქსიმალურად შეეცადეთ პარტნიორთან პირდაპირი იყოთ და სტაბილურობას მიეჩვიოთ.
2012 შემოქმედებითი საქმიანობისთვის საუკეთესი წელია. თქვენ ახალი დონის მიღწევას შეძლებთ. გელით სულიერი ზრდა და წინსვლა ცხოვრებაში. მთავარია იცოდეთ საკუთარი თავის ფასი და მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღოთ.
პროფესიულ საქმიანობაში კარგად გაერკვიეთ რა სჭირდება თქვენს საქმეს და რა არა. რა მოგიტანთ ზრდას და შემოსავალს. მხოლოდ სურვილზე არაფერი წამოიწყოთ. წინასწარ შეისწავლეთ ნებისმიერი სფერო და საკითხი სანამ ხელს მოკიდებთ.
ნებისმიერი ამოცანა რომელსაც შეეჭიდებით მარტივი შესასრულებელი იქნება. ბევრჯერ მნიშვნელოვანი ნაცნობობა და ახლობლობა დაგეხმარებათ. სამყარო თქვენს გვერდში დასადგომად იქნება განწყობილი და ნებისმიერ პრობლემას მარტივი გადაჭრის ხერხი მოეძებნება.
2012 წელიწადში არაფერი მოგაკლდებათ. ყველაფერი - მატერიალური და სულიერი თვალსაზრისითაც საკმარისი იქნება იმისთვის რომ მომდევნო წლისთვისაც მოიმარაგოთ. წინასწარ გათვალოთ და გადადოთ. ჩადოთ მარცვალი და დაელოდოთ ნაყოფის გამოღებას.



კირჩხიბი (22.06 – 22.07)

შავი დრაკონის წელიწადში თავის ხელში აყვანა გმართებთ. საკუთარ თავზე ზედმეტი მოვალეობა არ აიღოთ, ზედმეტად არ ჩაერთოთ არანაირ აქტივობაში და ნურავის გადაყვებით, საკუთარი თავის გარდა.
გაითვალისწინეთ, რომ სამყარო მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპზეა მოწყობილი. ყველა მოვლენას თქვენს ცხოვრებაში მოუძებნეთ მიზეზი და შეეცადეთ წინდახედული იყოთ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს.
შეიძინეთ ყოველდღიური ჩანაწერებისთვის ბლოკნოტი. აუცილებლად გამოგადგებათ. ამ წელს უამრავი ახალი და საინტერესო იდეა მოგივათ რომლებიც უნდა ჩაიწეროთ. თუ წელსვე არა მომავალში მაინც შეუდგეთ მათ განხორციელებას.
გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად. ოჯახის წევრებს არ მოაკლოთ თქვენი ყურადღება და აგრძნობინეთ ახლობლებს დადებითი დამოკიდებულება მათდამი.
სამსახურში მესაკუთრეობის პრინციპზე უარი უნდა თქვათ და სხვისი იდეების მოსმენა-განხორციელებაც შეძლოთ.
თქვენ წელს დამაკავშირებელი ან მნიშვნელოვანი ფიგურის როლი არა ერთხელ გერგებათ. ბევრ ადამიანს დაეხამრებით საქმიანი სიტუციის წარმართვაში ან სასიყვარულო და ოჯახური საკითხების მოგვარებაში. თუმცა გაითვალისწინეთ, შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი და ზედმეტად არავის ცხოვრებაში ჩაერიოთ
წამოწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. არაფერს არავინ გაგიკეთებთ თუ თვითონ არ მისდიეთ ბოლომდე. წინასწორობის შენარჩუნება, სამყაროსადმი კეთილგანწყობა და მიზანდასახულობა დრაკონის წელიწადში დიდ წარმატებას გიქადით.



ლომი (23.07 – 22.08)

ლომისთვის შავი დრაკონის წელი ადვილად მისაღწევ მიზნებს სვამს. მთავარია თქვენი ქმედებებისას არავის ავნოთ და საქმე არავის ხარჯზე არ გააკეთოთ.
პატივი ეცით სხვა ადამიანებს, მიეცით მათ თავიანთი აზრის გამოთქმის საშულება. მოისმინეთ და გაიზიარეთ სხვების შეხედულებები.
ამ წელს შეჯიბრის და მეტოქეობის დავიწყება მოგიწევთ. თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ სხვებს თავისი აცადეთ. მზის ქვეშ ადგილი ყველას გეყოფათ.
ყველანაირ სფეროში, ლომებს მაინც წარმატება გელით ასე რომ ეს პირველობისთვის სწრაფვა ზედმეტია.
მთლიანობაში, 2012 ლომებისთვის მშვიდი და ჰარმონიული ნამდვილად არ იქნება. უამრავ საქმეს დაერთვება ის ფაქტორიც, რომ სხვების ნაცვლად საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებების აღებას გადაწყვეტთ.
წლის განმავლობაში კარიერული ზრდის რამდენიმე შანსი გამოჩნდება. მაქსიმალურად გამოიყენეთ თითოეული მათგანი.
წელს იმიჯთან დაკავშირებით ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. შეიძლება ადამიანებში არასწორი განწყობა გამოიწვიოთ რაც ხელს შეგიშლით მათთან ურთიერთობაში და საკუთარი საქმის წარმართვაში.
საყიდლებზე სიარულისას დრაკონის წელიწადში მეტი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ. შეეცადეთ ზედმეტი არაფერი შეიძინოთ და რასაც იყიდით აუცილებლად გამოიყენოთ. სახლში ნურაფერს დააგროვებთ.
თუ სადმე მოხვედრა გსურთ მოსაწვევის გამოგზავნას ნუ დაელოდებით. იმოქმედეთ უფრო თამამად ოღონდ არა ამბიციურად! მიდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი და განწყობა.
ოფიციალურ დონეზეც კი მსგავსი საქციელისგან მხოლოდ წარმატება გელით.
გამოიჩინეთ თავმდაბლობა, გონიერება და წინდახედულობა ნებისმიერ საქმეში, ადამიანებთან ურთიერთობისას და პირადი
ურთიერთობების გარკვევისას, მაშინ შავი დრაკონი წარმატების ნათელს მოჰფენს 2012 წელს თქვენს ცხოვრებაში.



ქალწული (23.08 – 22.09)

შავი დრაკონის წელი მრავალფეროვან ინდივიდუალურ პროექტებში წარმატებას გპირდებათ. იყავით აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა და დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. მაშინ ყველაფერი გამოვა ზუსტად ისე, როგორც დაგეგმავთ.
სამსახურში, პირად ცხოვრებაში, განათლებაში, ბავშების აღზრდაში წარმატებული პერიოდი და უამრავი საინტერესო წელი გელით.
2012 წელს, ქალწულთა ზეგავლენის სფერო გაიზრდება. ისინი უფრო მნიშვნელოვანნი გახდებიან თავიანთ გარემოცვაში. გამორიცხული არაა ცნობილ ადამიანებადაც იქცნენ.
წინა წლებში დაწყებული პროექტები მომავალი თვეების განმავლობაში გამოიღებს შედეგს და სერიოზულ შემოსავალსაც მოიტანს.
წელს დიდია რისკის ალბათობა. გაგიჭირდებათ რამდენიმე საქმის ერთად კეთება, ამიტომ ცხოვრებისეული და საქმიანი პრიორიტეტები სწორად უნდა განსაზღვროთ.
თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ოჯახისა და ახლობლების მიმართ 2012 წელს აუცილებლად დაგიფასებენ.
კარგი წელია თავის დასაძლევად და ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად. იკვებეთ ჯანმრთელი საკვებით და მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულს.
2012 წელს ქალწულებისთვის არსებობს პროფესიის შეცვლის ან ახალი პროფესიის შესწავლის ალბათობა. ღიად და თამამად შეხვდით ამ ამბავს. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. დრაკონის წელი წარმატებას მოგიტანთ!



სასწორი (24.09 – 23.10)

შავი დრაკონის წელიწადში ენაზე კბილის დაჭერა გმართებთ. შეიძლება ზედმეტი ლაპარაკის გამო ხშირად მოგიწიოთ თავის მართლება და იმის მტკიცება რომ არასწორად გაგიგეს და სინამდვილეში სულ სხვა რამე იგულისხმეთ.
გარდა ამისა, დიდი შანსია თქვენი ნალაპარაკები ისეთმა ადამიანებმა მოისმინონ ვინც თქვენსავე წინააღმდეგ, ბოროტად გამოიყენებენ ამ ინფორმაციას.
ნაკლები ლაპარაკის შემთხვევაში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ სხვებისგან. გამოიყენეთ 2012 საკუთარი მეტყველების და გადმოცემის უნარის დასახვეწად.
დრაკონის წელი თქვენი პირადი ცხოვრებისთვის უამრავ ახალ და საინტერესო ამბავს გპირდებათ. უკვე დიდი ხნის პარტნიორთანაც კი შესაძლებელია განახლდეს და თავიდან აენთოს ინტერესისა და ვნების ცეცხლი. ამისთვის არანაირი ძალისხმევის გაწევა არ დაგჭირდებათ. ყველაფერი თავისთავად მოხდება. მთავარია მიყვეთ გრძნობებს.
წინ ჩამთრევი და ემოციური რომანების წელი გაქვთ. შესაძლებელია სრულიად მოულოდნელი ტიპის პარტნიორი გაიჩინოთ, უცხო საზოგადოებიდან.
წელს აქტიური ცხოვრება გელით . საინტერესო და ფერადი მოვლენებით, სამეგობრო წრეში. თქვენი ახლობლების ცხოვრებაში მნიშნელოვანი როლის შესრულება მოგიწევთ. ვიღაცას დაეხმარებით, ვიღაცას შეცვლით, ვიღაცას გვერდში სხვანაირად დაუდგებით.
საინტერესოა იმის ალბათობა, რომ ერთსადაიმავე ადამიანს თქვენი გვერდში ყოფნა წლის განმავლობაში, შეიძლება არა ერთხელ დასჭირდეს. მთელი გულით და არსებით მიუძღვენით თავი ამ ამბავს, მაგრამ საკუთარი თავი მეორე პლანზე არ გადაიყვანოთ.
ყველას ჩვენი ბედი და ცხოვრება გვაქვს. ერთმანეთს შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ვერანაირად ვერ ვიცხოვრებთ სხვების ნაცვლად .
2012 წელს ყურადღებით იყავით მოგზაურობისას და მგზავრობისას. გამგზავრებამდე სათითაოდ შეამოწმეთ ყველა საბუთი, ბარგის და ტრანსპორტის უსაფრთხოება. შესაძლებელია ვადებთან დაკავშირებული პრობლემებიც შეიქმნას, ამიტომ წინდახედულად მოიქეცით და დროზე ადრე დაჯავშნეთ ბილეთები.
წინდახედულობა ნამდვილად დაგიცავთ ყველანაირი ხიფათისგან. ეცადეთ მუდამ ჰარმონიული გარემო გქონდეთ მაშინ დრაკონის ეს წელი უამრავი სიკეთის მომტანი იქნება თქვენთვის.



მორიელი (24.10 – 22.11)

შავი დრაკონის წელი მორიელებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს უმზადებს. მოქმედებას დაიწყებთ მხოლოდ კარგად დაფიქრებისა და ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ და არა თქვენთვის დამახასიათებელი ე.წ „მოულოდნელი დარტყმით", თუმცა თქვენს ძალაზე ეს არ აისახება.
რაც შეეხება რეაქციებს, მორიელებს 2012 წელს ის ცოტა შენელებული და გარშემომყოფებზე დამოკიდებული ექნება. გამონაკლისები იქნება, თუმცა უფრო ცოტა ვიდრე ეს მანამდე იყო.
თუ დაისახავთ მიზანს და შორსგათვლილი ნაბიჯებით ივლით წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ამ წელს თქვენს ცხოვრებაში არ იქნება საიდუმლოებები, გაურკვევლობები და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული მერყეობა. თქვენ კითხვებს პასუხები გაეცემა. ადამიანებთან ურთიერთობებში უამრავი სიახლე იქნება. ჭორები და სხვების შური ვერაფერს დაგაკლებთ, მტრები კი თავად გამოააშკარავებენ თავს.
შეეცადეთ ყველა სფეროში საკუთარი ინტერესების მონა არ გახდეთ. სსაპირისპირო სქესთან ურთიერთობებში სირთულეებს გაზრდის თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა, ამასთან ყოველთვის არ იქნებით მზად წახვიდეთ დათმობაზე. ასე რომ, გონივრული მოქმედება გმართებთ.
თუ ცხოვრების პარტნიორი ჯერ არ გყავთ დრაკონის წელიწადი ამ მხრივ დიდ და სასიკეთო ცვლილებებს გპირდებათ. მთავარია თქვენ ეს გარემოება სასიკეთოდ გამოიყენოთ.
ფინანსური და მატერიალური თვალსაზრისით მორიელები დრაკონის წელიწადში რისკიან საქმეებზე არ უნდა წავიდნენ.
ყურადღებით იყავით საყიდლებზე სიარულის დროსაც. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკასთან დაკავშირებულ შენაძენს.
შთააგონეთ საკუთარ თავს რომ დრაკონის წელიწადში მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენს დადებით მხარეებს წარმატების მისაღწევად და 2012 წელი აუცილებლად გაგიწევთ ამ საკითხში დახმარებას.



მშვილდოსანი (22.11 – 21.12)

დრაკონის წელიწადი მშვილდოსნებისთვის იმედების გამართლების წელია. რაც უფრო დადებითად განეწყობით სამყაროს და საკუთარი თავის მიმართ მით მეტი დადებითი მოხდება თქვენს ცხოვრებაში.
მთავარია უარყოფითი მუხტი არ გაიკაროთ, პოზიტიურად იაზროვნოთ და ირგვლივმყოფთაც იგივე მოუწოდოთ.
შეწყვიტეთ წუწუნი და შეატყობინეთ ყველას რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.
ეს წელი კარგია პირადი და ოჯახობრივი ურთიერთობების დასალაგებლად. შესაძლებელია თავიდან შეხვდეთ ადამიანს რომელთანაც პირადი ურთიერთობა თავის დროზე არ „ამოგიწურავთ" და ახალი ურთიერთობა განავითაროთ მასთან.
2012 წელს მშვილდოსნებს თავის გამოვლენის ახალი შესაძლებლობები მიეცემათ. ამა თუ იმ სიტუაციაში კიდევ ერთხელ შეძლებთ დაამტკიცოთ რომ რაღაც განსხვავებული და ფასეული შეგიძლიათ რის შედეგადაც თქვენი თვითშეფასების ხარისხიც აიწევს.
უფრო ღიად და გარკვევით მიუდგებით საკუთარ ცხოვრებას და იმაზეც დაფიქრდებით როგორი მომავალი გინდათ და გჭირდებათ. ყოველი ოცნებისას და მიზნის დასახვისას გახსოვდეთ, რომ ოცნებები სრულდება. ასე რომ მოეშვით გაბრაზებისას უაზრო სურვილების სროლას: „ნეტა მოვკვდე! რატომ ვარ ცოცხალი! ვაიმე! ნეტა საერთოდ დაინგრეს! "
საქმიან სფეროში მკვეთრი ცვლილებები ან არსებული სიტუაციის დასტაბილურება გელით. შეეცადეთ შეინარჩუნოთ არსებული პოზიცია და ახალი სამსახურის ძებნისგან თავი შეიკავოთ, თუ დარწმუნებული არ იქნებით რომ ძველში თავი ამოწურეთ.
2012 წელს, ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად კარგად დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. წინასწარ გათვალეთ ყოველი დეტალი და გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ირგვლივ დაძაბული და უარყოფითი ატმოსფეროს შექმნა კარგს არაფერს მოგიტანთ.
იყავით უფრო ტაქტიანი, წინდახედული, ყურადღებიანი სხვა ადამიანების მიმართ და შეეცადეთ ასიამოვნოთ ისინი თქვენი სითბოთი და გულკეთილობით.
შავი დრაკონის წელიწადში მაქსიმალურად ერიდეთ კამათს, ჩხუბს, ოპოზიციაში ჩადგომას, ეგოისტობას და უტიფრობას. ამ ყველაფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თუ ჯგუფს წარმოადგენთ ან ვინმეს სახელით ლაპარაკობთ.
გაუფრთხილდით სხვების გრძნობებს, მშვიდად და აუღელვებლად თქვით თქვენი სათქმელი და იმოქმედეთ აგრესიის გარეშე. იყავით დადებითად განწყობილი სამყაროს მიმართ და ეს წელი წარმატებას მოგიტანთ.



თხის რქა (22.12 – 19.01)

შავი დრაკონის წელი თხის რქებს ბევრ სიკეთეს მოუტანს. წინა წლებში მიღწეული წარმატებები 2012-ში კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტ ნაყოფს გამოიღებს.
წელს სჯობს პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომა ისწავლოთ. გაანალიზეთ - თქვენს ცხოვრებაში რაც ხდება ყველაფრის მიზეზი თქვენთვითონ ხართ და შეეშვით ცუდი დეტალების სხვებისთვის გადაბრალებას. აიღეთ სადავეები ხელში და მართეთ თქვენი ცხოვრება.
პირად ცხოვრებაში დადებითი და წარმატებული წელი გელით. თუ შეხვდებით პარტნიორს, რომელთან ცხოვრებაც მოგინდებათ დიდხანს არ იორჭოფოთ. თამამად და მტკიცედ გადადგით ნაბიჯი თანაცხოვრებისკენ.
წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი საქმეები გასაიდუმლოებულად აკეთეთ. სანამ შედეგი ხელში არ გექნებათ უახლოეს პარტნიორსაც კი არაფერი გაუმხილოთ. ასე თქვენი მიზნები უფრო მარტივად განხორციელდება და თქვენც კმაყოფილი იქნებით.
შესაძლებელია რამდენიმეჯერ წარმოიქმნას სიტუაცია რომელიც გაიძულებთ მიზანზე უარი თქვათ მაგრამ წინ სვლა მაინც არ შეწყვიტოთ. ხომ იცით, თუნდაც პატარა ნაბიჯებით - ბოლოში მაინც წარმატებით გახვალთ!
2012 წელს თქვენგან მოწინავე პოზიციებზე გადანაცვლებაა მოსალოდნელი, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. დაწინაურებას ღირსეულად შეხვდით და მაქსიმალურად მოიკრიბეთ ლიდერული თვისებები. სამყარო თქვენგან აქტიურ და ღია ნაბიჯებს ელის.
წელს მეტი პრაქტიკაა მოსალოდნელი თქვენს ცხოვრებაში ვიდრე თეორია. ასე რომ მოემზადეთ, წინ აქტიური, მრავალფეროვანი და საინტერესო დრაკონის წელი გაქვთ!



მერწყული (20.01 – 18.02)

ხმაურიანი შავი დრაკონის წელი გელით. შეეცდებით იყოთ ყველა საქმის კურსში, არაფერს ჩამორჩეთ, ბევრ რამეს მიადევნოთ თვალი და არა ერთ აქტივობაში ჩაერთოთ.
წელს უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენს საცხოვრებელს. შეეცდებით სახლი უფრო თანამედროვედ მოაწყოთ. ამ ყველაფერმა ზედმეტად არ ჩაგითრიოთ. ყურადღება არც თქვენს საქმიან ცხოვრებას და არც სამეგობროს უნდა მოაკლოთ.
შესაძლებელია წელს სანათესაოში ან ოჯახში თქვენი მორალური, მატერიალური და ფიზიკური დახმარება დასჭირდეთ. მზად იყავით ამისთვის და მთელი გულით, უანგაროდ დაუდეგით მხარში ახლობლებს.
2012 წელს საქმიან სფეროში განსაკუთრებით ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. დიდი შანსია მრავალფეროვანი პროექტებიდან ამოსარჩევი ვარიანტები მოგეცეთ. ან თავად გადახვიდეთ ახალ პროექტზე.
თუ კარიერული ზრდის ამბიცია გაქვთ წელს შესანიშნავი შანსი გეძლევათ გამოიყენოთ გარემო და წინ წაიწიოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, ეს მთელი არსებით უნდა გინდოდეთ.
დრაკონის წელი გარდასახვის და გამოცვლის საშუალებასაც გაძლევთ. ადვილი იქნება წონის მომატება ან დაკლება, იმიჯის გამოცვლა, კანის ხარისხის გაუმჯობესება.
იანვრიდანვე განაახლეთ გარდერობი და გამოიცვალეთ სტილი ეს ახალი წლიდან ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისის საწინდარი იქნება თქვენთვის.

წელს უმჯობესია ცხოვრების ჯანსაღ სტილზე გადახვიდეთ. დაიწყოთ ვარჯიში, გამოცვალოთ კვების რაციონი, მეტი ხანი გაატაროთ ჰაერზე, დროზე დაიძინოთ და დილას მზის სხივებთან ერთად შეხვდეთ. ეს ყველაფერი თქვენს საციცოცხლო ენერგიას გააძლიერებს რაც დრაკონის წელიწადში წარმატებისა და კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.



თევზები (19.02-20.03)

დრაკონის წელიწადში თქვენს ცხოვრებაში უამრავი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი. ახალი ნაცნობობა, საინტერესო წრეებში მოხვედრა, მოგზაურობა და სასიკეთო ცვლილებები. მთელი წლის განმავლობაში წარმატების შენარჩუნება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
დაიწყეთ წელი დადებითი მუხტით და ასევე გააგრძელეთ. ყოველთვის, როდესაც წლის განმავლობაში რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით გაიხსენეთ ჩვენი სიტყვები : შეხედეთ საკითხს დადებითი მხრიდან, გაიღიმეთ და შეახსენეთ საკუთარ თავს რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. გადაულახავი არაფერია. სამყარო არასოდეს გვიქმნის სირთულეს რომლის გადალახვაც არ ძალგვიძს. ყველა მსგავსი სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე ზრდისთვისაა.
გაითვალისწინეთ, წელს თქვენი დაუფიქრებელი აქტიურობით და უსაფუძვლო მიმწოლობით შეიძლება არასასურველი ატმოსფერო შეიქნმათ ირგვლივ. იმოქმედეთ მიზანდასახულად და გათვლილად. დაე გაიგონ ადამიანებმა რომ თქვენც შეგიძლიათ იყოთ მტკიცე უდრეკი და მიზანდასახული.
მაქსიმალურად ყურადღებით იყავით კამათის დროს და ზოგადად საუბარში. გააკონტროლეთ რას იტყვით. დიდი შანსია თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ახალი მტერი გაიჩინოთ ან აწყენინოთ ადამიანს. საკუთარი სიტყვების გამო ახალი ბარიერების შექმნა წელს განსაკუთრებით არ ღირს.
რაც არ უნდა შეგემთხვათ ყველაფერი თქვენივე საქციელით იქნება გამოწვეული. ასე რომ, მიწაზე დაეშვით თვალები ფართოდ გაახილეთ და ყურადღებით, წინდახედულ ცხოვრებას შეუდექით.
2012 წელს საქმიან და პირად ურთიერთობაში სჯობს ინიციატივის გამოჩენა მეორე მხარეს აცადოთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ პროცესების დაჩქარება - სჯობს თავი შეიკავოთ. დაიმახსოვრეთ, წელს ყველა სიტუაცია ზუსტად ისეთი სიჩქარით და თანმიმდევრობით განვითარდება როგორც საჭირო და უკეთესია თქვენთვის. ერთადერთი რაც მოგეთხოვებათ ხასიათის სიმტკიცე, ღიმილი და თავდაჯერებულობაა.
საქმიან სფეროში დაძაბული სიტუაციაა მოსალოდნელი. მოემზადეთ გარკვეული სიძნელეებისთვის და ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის.
ყურადღებით იყავით პროფესიის და ახალი საქმიანობის არჩევისას. კარგად დაფიქრდით რომელი სფეროა თქვენთვის რეალურად ხელსაყრელი, საინტერესო და წარმატების მომტანი.
რადგან ამ საკითხში ცდუნების ალბათობაა არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ მომავალი საქმიანობის სფერო პოპულარობის მიხედვით. უსმინეთ თქვენს გულისთქმას. ხომ იცით, წინათგრძნობა არასოდეს გღალატობთ.

შავი დრაკონის წელიწადში ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. შესაძლებელია სხვისი უარყოფითი მუხტი თქვენზე ადვილად გადმოვიდეს.
წელს არაფერი გარისკოთ და ექსტრემალურ სიტუაციებსაც ნუ შეიქმნით. წინდახედულობა და გათვლილი ნაბიჯები დრაკონის წელიწადში წარმატებას მოგიტანთ


კატეგორია: სხვა | ნანახია: 1241 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

3 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2011-12-29)

მორიელი ვყოფილვარრ :((

2 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2011-12-29)

Ar Ici Gogo Horoskopit Vin Xar ? : D ricxvebs daakvirdi da mixvdebii : )) Me Tevzebii Var : ))

1 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2011-12-29)

Me Neta Vin Var???? biggrin
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:53 PM
თქვენი IP: 18.188.152.162
თარიღი: 2024-04-19
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz