საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » 2011 წლის გმირები
6:20 PM
2011 წლის გმირები

შოუბიზნესის სფეროშიც აჯამებენ წლის შედეგებს და სხვადასხვა სახის რეიტინგებთან ერთად იმ ადამიანებსაც გამოავლენენ, რომლებმაც გასულ წელს თავი გამოიჩინეს გმირული თუ სამაგალითო საქციელით.

მაიკლ დუგლასის გამარჯვება



ამ წლის აგვისტოში მსახიობ მაიკლ დუგლასს ხორხის სიმსივნე დაუდგინეს. თუმცა დეპრესიაში არ ჩავარდნილა, სულით არ გატეხილა და დაავადებას არ დანებდა. მაშინვე დაიწყო სნეულებასთან ბრძოლა, რაშიც მისი ცოლის დამსახურებაც არის. კეტრინ-ზეტა ჯონსი გამუდმებით გვერდით ედგა ქმარს. მსახიობი მკვეთრად გახდა და ისე გამოიყურებოდა, ბევრს ეგონა, მისი დღეები დათვლილი იყო. თუმცა მალე გამოაცხადა, რომ დაავადება დაამარცხა და სიმსივნე გაიწოვა ორგანიზმმა. ქიმიოთერაპიის კურსმა და გაუტეხელმა სულმა ერთად "იბრძოლეს" და გამოუვიდათ კიდეც. მსახიობი კვლავ მხნედ არის და თავის ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, მუშაობასაც შეუდგა და მალე ალბათ მის ახალ კინონამუშევრებსაც ვიხილავთ.

ჰერცოგინია ალბას "აბსურდი"



85 წლის ასაკში გათხოვება აბსურდია? ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანმა ქალმა, ჰერცოგინია ალბამ სულ სხვანაირად განსაჯა და საკუთარ ბედნიერებას წინ არ აღუდგა. 2011 წლის 5 ოქტომბერს ალბამ თავისზე 24 წლით უმცროს ჩვეულებრივ ჩინოსან ალფონსო დიეზზე იქორწინა. ქორწილში ისეთი აქტიური იყო, შესანიშნავად იცეკვა კიდეც და ყველას დაუმტკიცა, რომ ცხოვრება არასდროს მთავრდება, სანამ ცოცხალი ხარ.

წყვილი ბოლო ოთხი წელი ხვდებოდა ერთმანეთს და ალბას შვილები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. საბოლოოდ იმას მიაღწიეს, რომ საქმროს ხელწერილი დააწერინეს, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობს ალბას ზღაპრული ქონებიდან რაიმე წილზე.
ეს ქორწინება ალბასთვის მესამეა. ორი წინა ქმარი მან უკვე "მოინელა".

გმირი კეიტ უინსლეტი



კეიტ უინსლეტი უდავოდ 2011 წლის ერთ-ერთი გამორჩეული გმირია, რომელმაც საკუთარი სიმამაცისა და სიმტკიცის წყალობით 90 წლის ქალს დახმარება აღმოუჩინა. კეიტმა თავისი მეგობრის, მილიარდერისა და კომპანია Vირგინ-ის დამფუძნებლის რიჩარდ ბრენსონის მიწვევა მიიღო და კარიბის ზღვაზე მის კუნძულზე ჩავიდა. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ძლიერი ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. 23 აგვისტოს ღამით კუნძულზე ხანძარი გაჩნდა და მათ სახლსაც მოეკიდა ცეცხლი. რთულ სიტუაციაში კეიტი მართლაც ნამდვილი გმირივით მოიქცა - ხელში აიყვანა მილიარდერის დედა, 90 წლის ევა და აალებული სახლიდან გამოიყვანა (თვით ბრენსონი ამ დროს კუნძულის მეორე მხარეს იმყოფებოდა).

ბრიტანელმა მილიარდერმა კეიტს მადლიერების ნიშნად საოცარი საჩუქარი გაუკეთა - 2012 წლის აპრილში მასთან ერთად ჩაყვინთავს 3820 მეტრის სიღრმეში ატლანტის ოკეანეში და ჩაძირულ "ტიტანიკს" ნახავენ.

ანჯელინასა და ბრედის ქველმოქმედება



გმირების სია როგორ შეიძლება მათ გარეშე? ეს წყვილი რა ხანია ყველაზე ხელგაშლილ ქველმოქმედად მიიჩნევა.

2011 წლის დასაწყისიდანვე დაიწყეს მორიგი ქველმოქმედება და 2 მლნ დოლარი გადაურიცხეს ნამიბიის ნაკრძალს, სადაც შობა თავიანთ შვილებთან ერთად გაატარეს. წყვილს თავისი საქველმოქმედო ფონდი აქვს და მსოფლიოს სხვადასხვა ცხ­ელ წერტილს თუ უბრალოდ გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. ანჯელინა თავადაც დადის ამგვარ ადგილებში, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, უშუალოდ ეცნობა გაჭირვებულთ თუ უუფლებოებს და დახმარებას აღუთქვამს. ასე მოხვდა ხან სომალიში, ხან სერბეთში და სხვა ადგილებში.
კატეგორია: News | ნანახია: 732 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

3 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2011-12-29)

Madloba Takoo Da Gio <33

2 Taki ..  Smiley  (2011-12-29)

yochag kargiaa lik

1 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2011-12-29)

კაი სიახლეა ეგრე გააგრძელე happy happy happy
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:41 PM
თქვენი IP: 3.141.202.187
თარიღი: 2024-04-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz